in

Google-მა Robinhood-ის აპლიკაციიდან 100 000-ზე მეტი ნეგატიური შეფასება წაშალა

მომხმარებელთა უკმაყოფილება Apple’s App Store-შიც დაფიქსირდა

veon
veon

Robinhood-ის აპლიკაციამ Google Play Store-სა და Apple’s App Store-ში უამრავი ნეგატიური შეფასება და შედეგად, მხოლოდ ერთი ვარსკვლავი დაიმსახურა, რაც უარყოფითად აისახებოდა მის იმიჯზე. საპასუხოდ, Google-მა 100 000-ზე მეტი შეფასება წაშალა და ერთ ვარსკვლავიანი რეიტინგი ოთხიანმა ჩაანაცვლა.

საფონდო სავაჭრო აპლიკაციამ მომხმარებლების განრისხება მას შემდეგ გამოიწვია, რაც გადაწყდა, რომ იგი Reddit r/WallStreetBets-ის პოპულარული აქციების შესყიდვას ან ვაჭრობას შეზღუდავს, როგორიცაა GameStop, AMC, BlackBerry და სხვა.

შესაძლოა, მართლაც არასასიამოვნო იყოს ნეგატიური შეფასების გადაფარვის მცდელობა, მაგრამ ეს სრულებით არ ცდება Google-ის უფლებამოსილების ფარგლებს. კომპანიის განცხადებით, ადამიანის ინტელექტი მანქანურ სწავლებასთან ერთიანდება, რათა გამოვლინდეს და აღმოიფხვრას დარღვევები შეფასებასა და მიმოხილვაში.

რაც შეეხება App Store-ს, მომხმარებლები გარკვეულ ეჭვს გამოთქვამენ იმ ფაქტთან მიმართებით, რომ აპლიკაციას 4.7 რეიტინგი აქვს, თუმცა ოთხშაბათის შემდეგ არც აქ და არც სხვა აპლიკაციაზე ახალი შეფასება არ დაფიქსირებულა.

საინტერესოა, რომ Robinhood-ის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მომხმარებლები მხოლოდ მიმოხილვებს არ ჯერდებიან და სიბრაზის უფრო მასშტაბური სახით სადემონსტრაციოდ სარჩელის შეტანასაც კი ითხოვენ.

იაპონური ხელოვნების ჭრილში გარდაქმნილი ვარსკვლავური ომების პერსონაჟები

Bolt Food პარტნიორი რესტორნებისთვის საკომისიოს აუქმებს!