in

Google-მა საკულტო ლოგო საჰაერო ფოტოებით ააწყო

Google-ის წვდომა მთელ პლანეტაზე ვრცელდება, დედამიწის დღესთან დაკავშირებით კი, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება, კომპანიამ ეს მოცემულობა მარკეტინგულ კამპანიად აქცია. კერძოდ, ტექნიკურმა გიგანტმა საკულტო ლოგო აერო ფოტოების მეშვეობით „ააწყო“. თითოეულ ასოს უნიკალური ბუნებრივი ლანდშაფტი შეესაბამება, რაც დედამიწის გასაოცარ ბიომრავალფეროვნებას უსვამს ხაზს.

ეს „გლობალური ტილო“ Airbus-ის, CNES-ის, Copernicus-ის, Maxar Technology-ისა და USGS/NASA Landsat-ის არქივებიდან მოპოვებულ ფოტოებს ეყრდნობა. გამოსახულებას თან ახლავს ვიდეო, რომელშიც განმარტავენ, როგორ შეარჩიეს თითოეული ფოტო.

მალე Google Photos-ს AI ფუნქციები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება!

„მიზნების მისაღწევად წინ უნდა იარო“ — ზურა კეკელიას წარმატების გზა