ტრადიციულად გასული წლის შეჯამების დრო დაგვიდგა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი კი ის არის, თუ რას ეძებდნენ ქართველები 2023 წელს Google-ის საძიებო სისტემაში. ამ მიმართულებით სიტუაცია და საძიებო სიტყვები თუ ფრაზები ყოველ წელს იცვლება და არც 2023-ია გამონაკლისი – როგორც ჩანს წელს ყველაზე პოპულარული ამინდის, სოციალური ქსელებისა და ტოტალიზატორების/კაზინოების ძიება იყო.
რაც შეეხება ბოლო წელს ყველაზე მზარდი საძიებო ტერმინების ტენდენციებს. ყველაზე მზარდი ინტერესი თურქულმა სერიალმა, “მექალთანე სახლიდან” გამოიწვია. ამას მოჰყვება დღეისთვის ყველაზე დიდი AI გენერატორი, Chat GPT და ისევ თურქული სერიალი “Kan Сiсekleri” (ისიც რუსული დასახელებით), ხუთეულს კი ქართული სერიალი, “ცვალებადი ნიშნები” ასრულებს.