in

Google Search-ის 25 წლის შეჯამება

როგორც იცით, მიმდინარე წელს Google 25 წლის იუბილეს აღნიშნავს და ამის ფარგლებში არაერთი კამპანია წამოიწყო. ამჟამად ერთგვარი შეჯამება გადაწყვიტა, ცნობისმოყვარეობისა და მეხსიერების გზაზე გაიარა, რათა გასული მეოთხედი საუკუნე ერთგვარ დროის კაფსულაში მოექცია. შედეგად, რეტროსპექტივა გვიჩვენებს, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ყველაზე მეტად ვის ან რას „გუგლავდნენ“.

ინტერნეტის ადრეული დღეებიდან მყისიერი ინფორმაციის ეპოქამდე, Google-ის მოგზაურობა კაცობრიობის ინტერესების ცვლილებას ასახავს. ბუნებრივია, მონაცემები გლობალურ მისწრაფებებს ასახავს და კონკრეტულ საზღვრებს არ ემორჩილება.

რადგანაც Google-ის ტენდენციები ასახავს ჩვენს სიცილს, ოცნებებსა და მრავალფეროვან პერსპექტივებს წლების განმავლობაში, ეს ყველაფერი ადამიანის ცნობისმოყვარეობის მაგიას თუ ინფორმაციის გარდამქმნელ ძალას უსვამს ხაზს.

ყველაზე ხშირად მოძებნილი ათწლეული: 1980-იანი წლები

ემოჯი: გული

სათამაშო: Barbie

მულტფილმი: SpongeBob SquarePants

მიღწევა: ბირთვული შერწყმა

სუპერგმირი: ადამიანი ობობა

სპორტი: ფეხბურთი

სპორტსმენი: კრიშტიანუ რონალდუ

MVP: ლებრონ ჯეიმსი

პოკემონი: პიკაჩუ

მსახიობი: ჰარი პოტერი

ფილმის ჟანრი: ბოლივუდი

მომღერალი: ტეილორ სვიფტი

აქციის ფარგლებში, პროკრედიტ ბანკი ანაბრებზე პირობებს აუმჯობესებს!

ყველგან, სადაც საქართველოა — სქაიტელის ახალი კამპანია