in

შესაძლოა, Google Search-ს ფასიანი AI ფუნქციები დაემატოს

Google Search-ში რაღაცების პოვნა ტრადიციულად უფასო კი იყო, მაგრამ ახლა გვეუბნებიან, რომ ეს შეიძლება, შეიცვალოს,,. როგორც გავრცელდა, კომპანია ახლა კონკრეტული AI ძიების ფუნქციების მონეტიზაციაზე მუშაობს და იკვლევს ვარიანტებს, რომლებსაც უფრო ჭკვიანი, პრემიუმ ფუნქციების დასანერგად გამოიყენებს. 

ფაქტია, 2022 წელს ChatGPT-ის პოპულარობამ ბევრი რამ შეცვალა. გუგლისთვის ჩეტბოტთან საუბრის უნარმა შეაფერხა მისი ტრადიციული ლურჯი ლინკებისა და რეკლამირების მოდელი, რამაც მას საძიებო სისტემაზე ხელახლა დაფიქრებისკენ უბიძგა. როგორც ვიგებთ, გუგლმა თავისი საძიებო გუნდებიც შეცვალა, რათა მეტი რესურსი პოტენციური გენერაციული AI გამოცდილების განვითარებისკენ მიმართოს. 

თუმცა იმასაც აცხადებენ, რომ საძიებო ფუნქციებში გენერაციული AI-ს ჩართვა ძალიან ძვირი იქნება. ამიტომ, კომპანიას ჯერ არ გადაუწყვიტავს, მაღალი ხარჯების გამო, ზუსტად როგორ მოიქცევა. ჯერჯერობით კი ტრადიციული საძიებო გამოცდილება კვლავ უფასო იქნება. 

გუგლის საძიებო ალგორითმი დიდწილად მანქანურ სწავლებას ეყრდნობა, გამუდმებით ავითარებს მას, რათა გაიგოს მომხმარებელთა განზრახვები და მოგვაწოდოს ყველაზე რელევანტური შედეგები. ამგვარად, ზოგიერთი ფუნქცია, იქნება ეს კონკრეტული თემის გაუმჯობესებული ძიება თუ AI ძიების ფილტრები, ალბათ, უფრო მეტად მოითხოვს გაუმჯობესებულ დამუშავების შესაძლებლობებს. თუმცა გამოწერის მიბმა ან რაღაც ფასის დამატება ხელმისაწვდომობაზე აჩენს ეჭვებს, რომ ბევრს ამ ძლიერი ხელსაწყოების გამოყენების შანსი არ ექნებათ.

„ილაპარაკე საქართველოსთვის“ — ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის კამპანია

SKYHI — ტექნოლოგიები ადამიანების სამსახურში