in

წლის ბოლოს Google Search-ში AI ფოტოების იდენტიფიცირება იქნება შესაძლებელი

veon
veon

Google Search-ში ცვლილებები იგეგმება, რათა მომხმარებლებისთვის აშკარა გახდეს ადამიანი კრეატორების მიერ შექმნილ კონტენტს უყურებენ თუ ხელოვნური ინტელექტის. ეს იმას ნიშნავს, რომ Search-ის შედეგებში AI სიმბოლოს დავინახავთ იმ შემთხვევაში, თუ ეს კონტენტი ხელოვნური ინტელექტითაა გენერირებული ან უბრალოდ AI ხელსაწყოებითაა რედაქტირებული. 

ოღონდ მხოლოდ ის სურათები მოინიშნება AI-ით, რომლებიც C2PA-ის (Coalition for Content Provenance and Authenticity) მონაცემებს შეიცავს — ტექნიკური სტანდარტია, რომელიც სურათის ისტორიის შესახებ გვამცნობს, რაც მოიცავს ხელსაწყოებსა და პროგრამებს, რომლებიც მის დასაფიქსირებლად თუ შესაქმნელად გამოიყენეს. 

მომდევნო თვეებში კი Google AI ფოტოებს მონიშნავს Search-ისა და Google Lens-ის About this image-ის სექციაში, ხოლო ანდროიდზე Circle to Search-ის ფუნქციით შემოგვთავაზებს. მსგავსი ცვლილება მომავალში YouTube-ზეც იგეგმება, რაზეც გუგლი დაგვპირდა, რომ მალე უფრო მეტ ინფორმაციას მოგვაწვდის.

კვლევების თანახმად, ადამიანებს ჯერ კვლავ უჭირთ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული გამოსახულებების თავად ამოცნობა, რაც აღნიშნულ ფუნქციას მეტად საჭიროს ხდის…

გაიცანით IM Motors: პრემიუმ ელექტრომობილები ექსკლუზიურად E-Motors Georgia-სგან

სითიქომი – სამეზობლოს პირველი ქართული ციფრული სივრცე