in

Google Search ახალ AI ხელსაწყოს ამატებს

M2

თუ ონლაინ ძიებისას შეუსაბამო პასუხებს ცუდ გრამატიკას აბრალებთ ხოლმე, კარგი ამბავი გვაქვს — Google-ს ახლა ამ პრობლემის გადაჭრა სურს. იგი Search-ს ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოს ამატებს, რომელსაც სწორედ თქვენ მიერ დაწერილი სიტყვების შემოწმება შეეძლება. შესაბამისად, თუ წინადადება არასწორი იქნება, გარკვეულ შესწორებებსაც შემოგთავაზებთ. 

უბრალოდ სიტყვების grammar check“, check grammar“, ან grammar checker ჩაწერით, მას შეუძლია, ჩაშენებული ხელსაწყო გაააქტიუროს, თუმცა შეთავაზებები მაინც შეიძლება გამოჩნდეს, თუ ამ ფრაზებიდან არცერთი იქნება საძიებო ველში… 

როცა ალგორითმი შეცდომას დააფიქსირებს, იქნება ეს არასწორი დროის გამოყენება თუ მართლწერის საკითხები, ფუნქცია ავტომატურად ხელახლა დაწერს მოთხოვნას მომხმარებლისთვის და მიუთითებს მას განხორციელებულ ცვლილებებზე. ხოლო, თუ შესწორებულ ნაწილებზე გადაიტანთ თქვენს კურსორს, მიღებული ვერსიის დაკოპირებას ჩვეულებრივ შეძლებთ. მაშინ კი, როცა ყველაფერი კარგადაა, მწვანე ნიშანი შეგხვდებათ, რაც მიგითითებთ, რომ ნაწერი უნაკლოა.

ამ ეტაპისთვის ფუნქცია მხოლოდ ინგლისურ ენაზე მუშაობს და როგორც Google განმარტავს, გრამატიკის შესწორების ხელსაწყო არ იმუშავებს, თუ თავად საძიებო სიტყვები დაარღვევს ვებგვერდის პოლიტიკას. გამოდის, საფრთხისშემცველი და ძალადობრივი მოთხოვნები სრულად იგნორირდება. 

ბუნებრივია, როგორც ყველა AI ხელსაწყოზე, აქაც უნდა აღვნიშნოთ, რომ მიღებული შედეგები 100%-ით ზუსტი არ იქნება, განსაკუთრებით არასრულყოფილი წინადადებების შემთხვევაში, მაგრამ იგი ფრაზისა თუ წინადადების შესწორებას ნამდვილად საუკეთესოდ მოახერხებს. 

კლოუნი, მეფე და კოლონელ სანდერსი ერთად შედიან რესტორანში…

ელექტრონული და კომუნიკაციების ინჟინერია — მომავლის პროფესია დღეს უკვე აქ, საქართველოს უნივერსიტეტში