in

Google გეტყვით, თუ თქვენი ძიების შედეგი არარელევანტურია

veon
veon

Google ახალ ფუნქციას ამატებს, რომლის დახმარებითაც, სისტემას შეეძლება გვამცნოს, რამდენად რელევანტურია ძიების შედეგი. შესაბამისად, ეს შეიძლება იყოს ნიშანი, რის შემდეგაც ძიებისთვის სხვა სიტყვების, ან ფორმულირებების გამოყენებაზე დავფიქრდეთ, იმისათვის, რომ ის მივიღოთ, რასაც ნამდვილად ვეძებთ.

“It looks like there aren’t any great matches for your search” – The Verge-ის ცნობით, დღეიდან, ასეთი შეტყობინება გამოჩნდება მაშინ, როცა ჩვენ მიერ ძიების ველში ჩაწერილი სიტყვები და სისტემის მიერ მოძიებული და შემოთავაზებული მასალა არც ისე შეესაბამება ერთმანეთს. Google-ის გადაწყვეტილება კი, გამცნოთ არც ისე კარგი შედეგების შესახებ გამომდინარეობს მომხმარებელთა გამოცდილებიდან. კომპანიის თქმით, მათი დიდი ნაწილი, ხშირად, პლატფორმაზე ძიების შედეგად ადეკვატურ/მოსალოდნელ პასუხს ვერ იღებს. ამ გზით კი Google-ს ცუდი ძიების გამოცდილების მინიმალიზება უნდა. ხანდახან კი, არარელევანტური ძიების შედეგების თავში დაწერილმა შეტყობინებამ, რომ არც ისე კარგი ცდა იყო იმისათვის, რომ მოგვეძებნა სასურველი ინფორმაცია, შეიძლება დრო დაგვიზოგოს.

 „ბენეფიტსმა“ პსრ ტესტის ჩასატარებელი 5 000 ნაკრები ლუგარის კვლევით ცენტრს გადასცა 

წიგნის საერთაშორისო დღე, როგორც მრავალწლიანი ტრადიცია