in

Google Search-ს ახალი თამაში დაემატა

M2

Google Search მრავალი ჩაშენებული ხელსაწყოს, სიურპრიზებისა თუ თამაშების ადგილია, ახლა კი მათ ახალი Block Breaker დაემატა. ჩვეულებრივი კუბიკების თამაშია, რომელთაც ბურთით ამსხვრევთ, ოღონდ ამჯერად გუგლის ლურჯ, წითელ, ყვითელ და მწვანე ფერებშია მოცემული. ზოგიერთი მათგანის დამსხვრევა უფრო რთულია, ზოგიერთში კი სიურპრიზები დაგხვდებათ. 

როგორც კი საძიებო ველში, Block Breaker-ს ჩაწერთ, თამაშს ამოგიგდებთ Play-ის ღილაკით — დაიწყებთ თუ არა გართობას, ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია…

აღსანიშნავია, რომ Block Breaker გუგლის სხვა თამაშებს უერთდება, რომელთა შორისაც Memory game, Tic tac toe, Earth Day quiz, Fun facts, Spin a dreidel, Solitaire, Snake, Emoji kitchen, PAC-MAN, Minesweeper და Animal Sounds გვხვდება.

ახალი თამაში კი ხელმისაწვდომია როგორც iOS-ის, ისე Android-ის მომხმარებლებისთვის.

500 Global in Eurasia, მასტერკლასების სერია მათთვის, ვისაც აინტერესებს სტარტაპების სფერო

როგორია AI ბრენდინგის ხელწერა, რომელიც DeepSeek-მა შემოიტანა დიზაინში