in

როგორ უნდა გაააქტიუროთ Google Search-ის მუქი თემა?

ყოველგვარი ხარვეზი უკვე აღმოფხვრილია და ნებისმიერ მომხმარებელს აქვს მასზე წვდომა

veon
veon

როგორც იქნა, Google საძიებო სისტემას მუქ თემას ამატებს. მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ვებ-ბრაუზერის ოფიციალური შავი რეჟიმი პირველად 2019 წელს გამოჩნდა, მაგრამ შეზღუდული წვდომით – მისი გამოყენება შესაძლებელი იყო ანდროიდ მომხმარებლებისთვის, Google პროგრამების მომხმარებლებისთვის ან ექსპერიმენტული ვერსიის მქონე იღბლიანი პირებისთვის.

ცხადია, როცა საქმე ვებგვერდის თემის შეცვლას ეხება, ძალიან ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი. თუმცა კომპანია წლების განმავლობაში გულმოდგინედ მუშაობდა ყველასათვის მიმზიდველი ბნელი რეჟიმის დანერგვაზე. როგორც ჩანს, ყოველგვარი ხარვეზი უკვე აღმოფხვრილია და ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მისი გააქტიურება.

როგორ უნდა გაააქტიუროთ მუქი თემა?

ამისათვის ძალიან მარტივი მოქმედებაა საჭირო – უბრალოდ დააკლიკეთ პარამეტრების გამოსახულებას, რომელიც ძიების შემდეგ ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში ჩნდება. ამ მენიუს ბოლოში ნახავთ ღილაკს წარწერით: “Dark theme: off”. ამის შემდეგ დააწკაპუნეთ მას და მაშინვე ნახავთ, როგორ იცვლება თქვენი ვებგვერდი.

Twitter-ის ახალი ფუნქციის მეშვეობით, ავტომატიზირებული ბოტების ამოცნობა იქნება შესაძლებელი

ნახეთ: სკულპტურა, რომელიც მნახველებს ოკეანის ხედის დანახვაში ეხმარება