in

Google-ის ახალი მოწყობილობა შეტყობინებებს მცენარეების მეშვეობით მოგაწვდით

გამუდმებით ციფრულად აქტიურად ყოფნა, შეიძლება, იყოს როგორც კურთხევა, ისე წყევლა. ეს კარგია, რადგან არასდროს გამოგრჩებათ სიახლეები, ზარები და  მნიშნელოვანი შეხვედრების განრიგიც არ აგერევათ. თუმცა ეს დამღლელიცაა — სხვადასხვა შეტყობინების ხმა, ყოველთვის კითხვა/პასუხის რეჟიმში ყოფნა… რა თქმა უნდა, შესაძლებელია შეტყობინებების მიღების ფუნქციის გამორთვა, მაგრამ ასე მნიშვნელოვან სიახლეებსაც გამოტოვებთ. ამიტომაც, რაღაც ოქროს ბალანსი უნდა იპოვოთ.

სწორედ ამ ბალანსის დასაცავად შექმნა Google-მა Little Signals სერია — მოწყობილობების ნაკრები, რომელიც შეტყობინებების მიღებაში ყურადღების გაფანტვის გარეშე დაგეხმარებათ. კომპანიამ მიაგნო გზას, გააერთიანოს გარემოს ყოველდღიური ხმები თქვენს აქტიურ რეჟიმში ყოფნასთან. კერძოდ, ამ საპილოტე პროექტს 6 მოწყობილობა აქვს: ჰაერი, ღილაკი, მოძრაობა, რიტმი, ჩრდილი და შეხება. თითოეული მათგანი სხვდსახვა ვარიანტითაა აღჭურვილი და მომხმარებელს შეუძლია, თავისთვის იდეალური შეარჩიოს.

ჰაერის მოწყობილობა, როგორც ჩანს, ყველაზე საინტერესოა, თუ მცენარეების მოყვრული ხართ. ის იყენებს ისეთ ნიმუშებს, როგორიცაა ზემოქმედება, რხევა ან ბრუნვა. ის ზემოქმედებს ახლომდებარე მცენარეებზე ან ობიექტებზე, რომლებსაც „ჰაერის“ ნაკადი მოხვდება შეტყობინების მიღებისას. რა თქმა უნდა, თუ უყურადღებო ხართ, შეიძლება გამოტოვოთ სიგნალები, მაგრამ მაინც არსებობს გზა, რომ ისინი ნაკლებად შესამჩნევი გახადოთ. ამავდროულად, ღილაკის მოწყობილობა ოდნავ უფრო შესამჩნევია, რადგან ის ჩნდება, ბრუნავს ან გამოსცემს დახვეწილ ზარის ხმას.

რიტმი ყველაზე „დამამშვიდებელია“ მოწყობილობებს შორის, რადგან ის გამოსცემს გარემო ხმებს და მისი კონტროლი შესაძლებელია ხელის ქნევით. თუ არ გჭირდებათ შეტყობინების მიღება, შეგიძლიათ უბრალოდ დააიგნოროთ ის.

როგორ დავაწესოთ საზღვრები ახალ სამსახურში?

გაიგეთ, როგორ ჩაერთოთ დაზღვევის თემატურ კონკურსში და მოიგოთ შთამბეჭდავი პრიზები