in

Google-მა შშმ პირებისთვის განკუთვნილი ფუნქციები შეიმუშავა

M2

Google-მა საკუთარ ფუნქციებზე ხელმისაწვდომობის გაფართოება გადაწყვიტა, რათა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მომხმარებლებისთვის მეტად გაამარტივოს მათი გამოყენება. უფრო ფართო ჭრილში თუ შევხედავთ, ეს ციფრულ სამყაროში ნავიგაციის გამარტივებას ეხება.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ბიზნესების მხარდაჭერა Maps-სა და Search-ში

აღნიშნულ აპლიკაციებში სპეციალურად შშმ ადამიანებზე მორგებული ხელსაწყოები ინერგება. შედეგად, პირობითად, მაღაზიის მფლობელებს მეტ ინფორმაციას აწვდის ბიზნესის შესახებ; ვაჭრებს კი თვითიდენტიფიცირების საშუალებას აძლევს — მაგალითად, აზიელების, შავკანიანების, ლათინურ ჯგუფებთან მიმართებით.

ეკრანის წამკითხველის შესაძლებლობები Maps-ის Lens-ში

იმისათვის, რომ მისი ობიექტივი Maps-ში (ადრე ცნობილი როგორც Search with Live View) უფრო ხელმისაწვდომი გახდეს უსინათლო ან დაბალი მხედველობის მქონე ადამიანებისთვის, სისტემას გაუმჯობესებული ფუნქცია დაემატა. ეს უკანასკნელი ტელეფონის კამერას ეყრდნობა, რომელიც ობიექტივში მოქცეულ გამოსახულებებსა და ობიექტებზე ავტომატურად ამბობს, რა არის ის — მაგალითად, ბანკომატი, რესტორანი, სატრანზიტო სადგურები და ა. შ.

შშმ პირებისთვის განკუთვნილი ეტლით გადასაადგილებელი მარშრუტები Google Maps-ში

გარდა ამისა, ტექნოლოგიური გიგანტი აფართოებს შშმ ეტლისთვის ხელმისაწვდომ საფეხმავლო მარშრუტებს Google Maps-ში. რუკაზე დატანილი ადგილები მომხმარებლებს დაეხმარება, შეუფერხებლად გადაადგილდნენ და რაიმე სახის დისკომფორტს არ წააწყდნენ. თანაც ეს მარშრუტები არა მხოლოდ შშმ პირებისთვისაა გამოსადეგი, არამედ მათთვისაც, ვინც ბარგით გადაადგილდება.

გარდა ამისა, აპლიკაციას ემატება კონკრეტული ობიექტების სიაც, სადაც შშმ ეტლებისთვის განკუთვნილი ადგილებია გამოყოფილი.

„გამადიდებელი აპლიკაცია“ Pixel მოწყობილობებისთვის

დაბოლოს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი, Google-მა შეიმუშავა Magnifier აპლიკაცია ისეთ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, როგორებიცაა უსინათლოთა ეროვნული ინსტიტუტი და უსინათლოთა ეროვნული ფედერაცია. ეს კამერაზე დაფუძნებული აპლიკაცია ხელმისაწვდომია Google Play-ზე Pixel 5-ისა და შემდგომი მოდელებისთვის. მისი მეშვეობით, მომხმარებლებს ციფრული ობიექტების გადიდება შეუძლიათ, როგორც ამას ნამდვილი გამადიდებელი შუშით ვაკეთებთ ხოლმე.

აღნიშნული აპლიკაცია განსაკუთრებით სასარგებლოა ისეთი ამოცანებისთვის, როგორებიცაა მცირე ზომის ტექსტის წაკითხვა, შორეული ქუჩის ნიშნების დანახვა და ა. შ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროდუქტების შემუშავება, რომლებიც შშმ პირების ყოველდღიურობას გააუმჯობესებს. ვიმედოვნებთ, რომ ეს ახალი ფუნქციები სასარგებლო იქნება საზოგადოებისთვის“, — აღნიშნავენ გუგლში.

კინო, როგორც პროდუქტი! – რას მოუტანს ABK-ს საფრანგეთის ბაზარზე შესვლა ქართულ სააგენტოებს

მარადიულობის იდეა ბოთლის ვიზუალურ იდენტობად იქცა