23
Aug
2019

Google-მა ჟესტების ენის ამომცნობი ალგორითმი შექმნა

23 Aug 2019

Alta
Alta


ჟესტების ენას მსოფლიო მასშტაბით მილიონზე მეტი ადამიანი იყენებს. მკვლევარები დიდი ხანია მუშაობენ იმგვარი ტექნოლოგიების შესაქმნელად, რომლებსაც ექნებათ უნარი, აღიქვან ჟესტები და გადათარგმნონ ისინი ვერბალურ ენაზე. თუმცა, აშკარაა, რომ დღემდე არ შექმნილა ისეთი სიზუსტის პროდუქტი, რომელსაც ეს უნარი ექნება.

ცოტა ხნის წინ, Google-მა შეიმუშავა ალგორითმი, რომელიც დროისა და მნიშვნელობის სრული სიზუსტით გადათარგმნის ჟესტებს. ამ ინტელექტუალ სისტემას შეუძლია, შექმნას ხელის მოძრაობის ტრაექტორია. აღნიშნულ ტრაექტორიას კი სისტემა კამერის ან სმარტფონის მიერ აღქმის შედეგად ქმნის. დღესდღეობით ძალიან ბევრ სისტემას უჭირს, აღიქვას ხელის სწრაფი მოძრაობები. გუგლი კი შეეცადა, ეს პრობლემა გადაეჭრა და უნდა ითქვას, რომ გამოუვიდა კიდეც. საინტერესოა ის, რომ მათ შეზღუდეს აქამდე არსებული ალგორითმების ბაზა, რათა უფრო ხარისხიანად და ზუსტად ეთარგმნათ გარკვეული რაოდენობის ჟესტები.

აქამდე არსებული სისტემები ჟესტს თარგმნიდნენ ხელის ზომისა და სტატიკური პოზიციის აღქმის შედეგად. გუგლმა კი შეძლო, ეს პროცესი უფრო გაეღრმავებინა და სხვადასხვა მართკუთხა ფორმის მონაცვლეობის შესაბამისად ხელის მოძრაობის ტრაექტორიის დაფიქსირება ზუსტად შეძლო. სისტემაზე მომუშავე ადამიანებმა ხელის 30 000 სურათი გამოიყენეს იმისთვის, რომ მექანიზმს ალგორითმი შეესწავლა. ეს სურათები კი სხვადასხვა პოზაში და სხვადასხვა განათების ფონზე გადაიღეს.

განხილვა