in

ერთი ჩვეულებრივი იდეით დაწყებული ბიზნესი, რომელმაც ყველას გვასწავლა სიტყვა „დაგუგლვა”

ოდესმე გიფიქრიათ იმაზე, რომ Google-ით ყოფითი სარგებლობისას ჩვენ არაფერს ვყიდულობთ მისგან. ის არ ყიდის პროდუქტს, რომელშიც ფულს გადაიხდი და ჯიბეში ჩაიდებ, ჩვენ არასდროს ვუხდით მას პირდაპირ ფულს. 

istoriebi
istoriebi

თუმცა, ამის მიუხედავად, მას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღირებული კომპანიის სახელი აქვს და მისი შემოსავალი მილიარდებს უტოლდება. როგორ მოახერხა მან ეს?

დღევანდელ ბიზნესისტორიაში სწორედ ამ ამბავს მიმოვიხილავთ. 

ერთი მარტივი ხედვა, რომელმაც ახალი ისტორია დაწერა

Google-ის წარმატება განაპირობა მისი დამფუძნებლების, ლარი პეიჯისა და სერგეი ბრინის ერთმა მარტივმა შეხედულებამ. მათ 1990-იანი წლების ბოლოს გააცნობიერეს, რომ ვებქსელებში მიმოფანტული მთელი ის მასალა, რომელიც ქაოსურად ვრცელდებოდა მსოფლიო მასშტაბით, შეიძლება დალაგებულიყო ძიების შედეგების რანჟირებითა და მათი პოპულარობის მიხედვით.

იდეაზე მუშაობა

სერგეი ბრინი და ლარი პეიჯი ოთხი წლის განმავლობაში ბევრს მუშაობდნენ ალგორითმის შესაქმნელად, რომელიც აკავშირებს ინტერნეტში  განთავსებულ ყველა ვებსაიტს. მათ საკუთარ თავს გამოუცხადეს გამოწვევა, ტექნოლოგიის ძალის გამოყენებით ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გაეხადათ ყველა ინფორმაცია. 1996 წლის სექტემბერში მათ საბოლოოდ მოახერხეს ამ საოცარი ალგორითმის შემუშავება. ამ ალგორითმს ეწოდა PageRank და გამოიყენებოდა გვერდის რანგის მინიჭებისთვის.

მათმა საძიებო სისტემამ ჩამოთვალა ვებძიების შედეგები. ყველაზე პოპულარული შედეგები გამოიტანა ზედა ნაწილში იმ ლოგიკით, რომ ყველაზე პოპულარული შედეგები ალბათ ყველაზე სასარგებლო იქნება. თავდაპირველად მათ საძიებო სისტემას BackRub უწოდეს, მაგრამ მოგვიანებით სახელი შეცვალეს Google-ად

ავტოფარეხის ცნობილი ამბავი

როცა ვინმეს მოტივირება უნდათ ხოლმე, ადამიანები ხშირად ამბობენ: „ხომ იცი, რომ გუგლმა ყველაფერი ავტოფარეხით დაიწყო”. დიახ, ასეც არის. თუმცა რა ხდებოდა კონკრეტულად ამ ავტოფარეხში, ერთად გადავხედოთ.

Google ოფიციალურად 1998 წლის 4 სექტემბერს დაარსდა სერგეისა და ლარის მეგობრის, სიუზან ვოიციკის ავტოფარეხში, რომელიც კალიფორნიაში, კერძოდ, მენლო პარკში მდებარეობდა.

სიუზანი გახდა კომპანიის პირველი მარკეტინგის მენეჯერი და შემდგომში YouTube-ის აღმასრულებელი დირექტორი.

ვერდადებული შეთანხმება Yahoo-სთან

იმ პერიოდში Yahoo გიგანტ ტექნიკურ კომპანიად ითვლებოდა. სერგეი ბრინსა და ლარი პეიჯს სურდათ, განათლება სტენფორდში მიეღოთ და ფიქრობდნენ, რომ ჯერ კიდევ ნაადრევი იყო მათთვის ბიზნესის წარმოება, ამიტომ Yahoo-ს შესთავაზეს Google-ის ალგორითმების მილიონ დოლარად შესყიდვა, თუმცა Yahoo-მ უარყო მათი შეთავაზება.

მეორედ პარტნიორებმა ისევ შესთავაზეს Yahoo-ს Google-ის შეძენა. ამჯერად 5 მილიონ დოლარად, თუმცა Yahoo-ს შეთანხმების მიღწევა სამ მილიონ დოლარად სურდა. შესაბამისად, Yahoo-მ მეორედ გაუშვა ხელიდან Google-ის შეძენის ოქროს შანსი.

ამ უარის შემდეგ, ლარი პეიჯმა და სერგეი ბრინმა გადაწყვიტეს Google-ის დამოუკიდებლად გაშვება. Yahoo-ს საძიებო სისტემამ კი Google-თან თამაში დიდი ხნის წინ წააგო.

უნიკალური იდეა გასაოცარი წარმატებისთვის

საბოლოოდ, Google-ის გლობალური წარმატება მის უნიკალურ ალგორითმსა და თავდაპირველ იდეას ეფუძნება. 2004 წლის 19 აგვისტოს Google-მა თავისი პირველი საჯარო შეთავაზება წარმოადგინა, რამაც დიდი ინვესტიციები მოუტანა. ამის შემდეგ ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერებად იქცნენ.

ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.

#დაძარი

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

Instagram-მა ახალი ფუნქცია წარადგინა — რას ეხება ის?

6 გზა, რომლითაც კომპანიები თანამშრომელთა განვითარებას აფერხებენ