ეს იმას ნიშნავს, რომ AI-ის მეტად პასუხისმგებლობიანად გამოყენებაზე ზრუნავენ, ფაქტი კი შემდეგია: Google-მა SynthID-ს ფარდა ახადა და იგი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველა დეველოპერისთვის ღია კოდის საშუალებით გახადა ხელმისაწვდომი. ტექსტური აღნიშვნის ტექნოლოგიაა და იმ მასალებში აინტეგრირებენ, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტის სისტემები გვთავაზობს. იმისთვისაა შექმნილი, რომ რედაქტირებებს გადაურჩეს, იქნება ეს მოჭრა თუ პერიფრაზირება, რითაც დეველოპერებისა და ბიზნესებისთვის ციფრული კონტენტის თავდაპირველი წარმოშობა მარტივად დადასტურდება.
SynthID ახლა უკვე გუგლის Responsible Generative AI Toolkit-შია ხელმისაწვდომი და მასზე წვდომას AI პლატფორმა Hugging Face-ის მეშვეობითაც მიიღებთ.
ტექნოლოგია ტოკენების ალბათობის ქულების შეცვლით მუშაობს. ეს ცვლილებები კი ქმნის ნიმუშს, რომლის ამოცნობაც პროგრამას შეუძლია, თუმცა ადამიანების თვალისთვის უხილავია. ასე კი დეველოპერებს ეხმარება, თავიანთი AI კონტენტი ისე მონიშნონ, რომ მკითხველისთვის არაფერი შეცვალონ. Google DeepMind-ის კვლევის ვიცე-პრეზიდენტმა განმარტა, რომ ეს ინსტრუმენტი ტექსტის ხარისხსა და სიზუსტეს ხელუხლებელს ტოვებს, შესაბამისად, გამჭვირვალობას, ხელოვნური ინტელექტის მოდელების შენელების გარეშე, გვთავაზობს.
გამომდინარე იქიდან, რომ დიდი ენობრივი მოდელები ჭარბად გამოიყენება ცრუ ინფორმაციებისა და არაავტორიზებული კონტენტის შესაქმნელად, მსგავსი AI ხელსაწყოების არსებობა მით უფრო საჭირო ხდება. შესაძლოა, SynthID-მ AI-ის მიერ გენერირებული ყველა ტექსტი ვერ ამოიცნოს, თუმცა სწორედ ამ მომავლისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
Google-მა უკვე SynthID თავისსავე Gemini-ის მოდელებშიც დაამატა, ახლა კი დეველოპერებს შეუძლიათ, მისი გამოყენება ჩვეულებრივ დაიწყონ. ხოლო ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, Google იმედოვნებს, რომ ამგვარი ხელსაწყოები მომხმარებლებს გაცნობიერებული გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება იმ კონტენტის წარმოშობასთან მიმართებით, რომელსაც ონლაინ ხვდებიან…