in

Google თანამშრომლებს დისტანციურად მუშაობის საშუალებას მისცემს

როგორ სჯობს – ჰიბრიდულად, ონლაინ თუ ოფისიდან?

veon
veon

Google აფართოებს თავის ვარიანტებს იმის შესახებ, თუ როდის, სად და რამდენად ხშირად დაბრუნდებიან თანამშრომლები ოფისში.

როგორც ცნობილია, კომპანიის თანამშრომლები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით სექტემბრამდე დისტანციურ მუშაობას განაგრძნობენ. პირველი სექტემბრიდან კი, თავად გადაწყვეტენ, როგორ ურჩევნიათ მუშაობა – ჰიბრიდულად, ონლაინ თუ ოფისიდან? რა თქმა უნდა, დასაქმებულის როლი არჩევანის გაკეთების საშუალებას უნდა იძლეოდეს.

კომპანიის გენერალური დირექტორის, სუნდარ პიჩაის თქმით, იგი იმედოვნებს, რომ კომპანიის გლობალური მუშახელის 60% ოფისებში დაბრუნდება, 20% – სხვა ქალაქის ოფისში გადავა, ხოლო დანარჩენი 20% სახლიდან განაგრძობს მუშაობას. ეს მცირედი გადახვევაა Google-ის
წინა გეგმიდან, რომელიც კვირაში 3 დღის განმავლობაში ყველა თანამშრომლის ოფისში დაბრუნებას ითვალისწინებდა.

ამასთან ერთად, Google “მუშაობა ნებისმიერი ადგილიდან” პრინციპს ავითარებს – თანამშრომლებს შეეძლებათ, წელიწადში 20 დღე გაატარონ თავიანთი ოფისიდან მოშორებით, ანუ, სხვა ნებისმიერ ქალაქში.

როგორც ვხედავთ, ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების პარალელურად ბევრი ტექნიკური ინდუსტრიის უდიდესი კომპანია თანდათან აყალიბებს თანამშრომლების ოფისებში დაბრუნების გეგმებს.

მაგალითისთვის, Facebook-მა განაცხადა, რომ ისიც მუდმივად ონლაინ მუშაობის შესაძლებლობას დაუტოვებს თანამშრომლებს, თუ მათი როლი არ მოითხოვს ოფისში ყოფნას.  ხოლო Twitter-მა განაცხადა, რომ თანამშრომლებს შეეძლებათ, მუდმივად სახლიდან იმუშაონ, თუკი ამას ამას თავად გადაწყვეტენ.

მკვლევრებმა თავისუფლად მოძრავი ანიმაციური ჰოლოგრამები შექმნეს!

რატომ არის მნიშვნელოვანი AI, რომელსაც თვითგანათლება შეუძლია?