გუგლის რობოტები ერთმანეთს საკუთარ უნარებს ასწავლიან. ამას, სწრაფად, ქსელური კავშირის საშუალებით აკეთებენ. მეთოდს ჰქვია “cloud robotics” და მნიშვნელოვნად ამცირებს რობოტების დასწავლისთვის დახარჯულ დროს. რობოტები, კოლექტიური გაზიარების პრინციპით გადასცემენ სამოქმედო პროგრამას ერთმანეთს, რაც დავალების შესრულებას ამარტივებს. მაგალითად, ერთი რობოტი სერვერზე ტვირთავს საკუთარ გამოცდილებას, როგორ გაუმკლავდა ამა თუ იმ დავალებას, ხოლო სხვები უახლეს ვერსიას ითვისებენ. ამგვარად, რობოტები ეტაპობრივად აუმჯობესებენ შედეგებს.