in

Google ტექსტური რეკლამებისთვის “კარუსელის” ფორმატს ცდის

“გუგლი” სარეკლამო სერვისებში, მობილურზე მორგებული ტექსტური რეკლამებისთვის, “კარუსელის” ფორმატს ცდის. ტექნოლოგიური გიგანტი მცირე ეკრანებზე სიახლეების შეტანას გეგმავს, მომხმარებლის გამოცდილების დაზარალების გარეშე. ამ დროისთვის, “გუგლი” განმთავსებელს მაქსიმუმ ოთხი ვერტიკალური რეკლამის დადების საშუალებას აძლევს. მარკეტერები კი მხოლოდ მაშინ იხდიან ფულს, როდესაც მომხმარებელი რეკლამაზე აკლიკავს. კარუსელის ფორმატი “გუგლს” უფრო მეტი რეკლამის განთავსების სივრცეს მისცემდა. რეკლამების “დატრიალება” წრიულად იქნებოდა შესაძლებელი.

მონაცემებს თუ გადავხედავთ, რეკლამა საძიებო სისტემაში უფრო მეტ ფულს იზიდავს, ვიდრე სხვა ნებისმიერი ფორმატი. მაგალითად, გასულ წელს, ის 108 მლრდ დოლარიანი ციფრული რეკლამის ბიუჯეტის 44%-ს მოიცავდა, რაც 48 მლრდ დოლარს შეადგენს.

ზოგი სპეციალისტის აზრით, ამ სიახლის დანერგვა მნიშვნელოვანია და რეკლამის დამკვეთებისთვის მოგებიანი იქნება. Google-მა ეს მოდელი, სავარაუდოდ, შოპინგის კარუსელური სისტემიდან გადმოიღო, რომელც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. განსხვავება ისაა, რომ შოპინგის განცხადებებს თან ფოტოები ახლავს ხოლმე.

ციფრული სააგენტოს Merkle ცნობით, 2019 წელს, ადამიანები 40%-ით უფრო მეტად ყიდულობენ პროდუქციას გუგლში განთავსებული ასეთი რეკლამით. კარუსელის პრინციპის წარმატება მის ჰორიზონტალურად მოძრავ ფორმატშია, რაც მომხმარებლისთვის კომფორტულია. ამ ყველაფრის ფონზე, არსებობს საწინააღმდეგო მოსაზრებაც, რომ მომხმარებლები მობილური ტელეფონების საშუალებით, რეკლამების სქროლვას არ დაიწყებენ და მათ ვიზუალური ეფექტი სჭირდებათ დასაინტერესებლად. თუმცა, სხვები ფიქრობენ, რომ მომხმარებლებს უყვართ კიდეც სქროლვა, თუკი ეს მათთვის საინტერესო და მოგებიანია, ხოლო ახალი მიდგომა შეიძლება დაინერგოს კიდეც, სანამ მომხმარებელი ამ ყველაფერთან კომფორტს გრძნობს.

ედ შირანმა საყვარელ ბრენდს რეკლამა მოუფიქრა, სადაც თვითონ მონაწილეობს

მსოფლიოში პირველი „თვალების ენა“ – პარალიზებული ადამიანების „საუბრის“ გზა