in

Google-ის ტურისტული გიდი “Touring Bird“ – მათთვის, ვისაც მოგზაურობა უყვარს და დაგეგმვა – არა!

M2

მოგზაურობა და დასვენება, პირველ რიგში, რუტინა არ უნდა იყოს. შესაძლოა, ვიღაცისთვის ძალიან სასიამოვნოა დაგეგმვის პროცესი, მაგრამ უმეტესობას საორგანიზაციო საკითხების, რაც შეიძლება, სწრაფად და მარტივად მოგვარება ურჩევნია. Google-მა ამაზე უკვე იზრუნა – კომპანიამ “Touring Bird“  წარადგინა.

ვებგვერდზე შესაძლებელია ქვეყნების, ქალაქების მოძიება, მათი შედარება, ბილეთების დაჯავშნა და ა.შ. თანაც, მომხმარებელი ბიუჯეტში შეზღუდული არ არის – ხელმისაწვდომია სხვადასხვა პაკეტები და რეკომენდაციები, ინტერესების მიხედვით.

“Touring Bird“-ზე მოცემულია ინფორმაცია, რა შეიძლება ნახოს, დრო როგორ გაატაროს და რა აქტივობა დაგეგმოს ტურისტმა კონკრეტულ ქალაქში ან ქვეყანაში. ასევე, მოთხრობილია მათი ისტორიის, კულტურისა და კულინარიის შესახებ.

ამ ეტაპზე, ვებგვერდი ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 20 ქალაქს აერთიანებს. როგორც კომპანიაში ამბობენ, ინფორმაცია და მონაცემები მუდმივად განახლდება.

 

Live რეჟიმში შექმნილი მარშრუტები ტესტ-დრაივისთვის! – Renault-ის შთამბეჭდავი შოუ [ვიდეო]

Louis Vuitton-ის ვიდეორგოლი, ემა სტოუნის მონაწილეობით!