in

Google Translate-ს 110 ენა დაემატა — მათ შორის აფხაზური

M2

Google-მა ლინგვისტური ჰორიზონტები გააფართოვა და Translate-ის სერვისს 110 ენა დაამატა. ეს გაფართოება ყველაზე მასშტაბურია გუგლის ისტორიაში, რისი მიღწევაც ტექნიკურმა გიგანტმა მოწინავე ხელოვნური ინტელექტის მოდელის (PaLM 2) გამოყენებით შეძლო.

ახლად დამატებულ ენებს შორისაა აფხაზური, კანტონური, მანქსი, ნკო და ა. შ. მთლიანობაში, ამ ენებზე 614 მილიონზე მეტი ადამიანი ლაპარაკობს, რაც მნიშვნელოვანი სტატისტიკაა. განახლება Google Translate-ის წვდომას მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 8%-მდე ზრდის.

სიახლე გუგლის ამბიციური ინიციატივის ნაწილია, რომელიც ვებგვერდზე 1000 ენამდე შეკრებას ითვალისწინებს. მოცემულ ეტაპზე Google Translate 243 ენას მოიცავს, ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით კი ამ რიცხვს საგრძნობლად გაზრდიან. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ რიცხობრივ ზრდას არ ეხება — ტექნიკური გიგანტი ენების შენარჩუნებასა და ბარიერების რღვევაზე ზრუნავს. ზოგიერთ ენაზე მხოლოდ მოსახლეობის მცირე თემები საუბრობენ, მაგრამ მსგავსი მცდელობები ამ მოცემულობას შეცვლიან.

ენების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.

MIT-ის რობოტს სურსათის ჩანთაში ჩალაგება შეუძლია

რატომ ეზღვევიან ან არ ეზღვევიან ალფაში?