მას შემდეგ, რაც Google-მა Bard გამოაქვეყნა — ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჩეტბოტი, კომპანია კიდევ უფრო აფართოებს AI მახასიათებლების დანერგვას. ამჟამინდელ სამიზნედ კი ყველასათვის ცნობილი Translate იქცა.
პირველ რიგში, ანდროიდისა და iOS მოწყობილობებისთვის განკუთვნილი აპლიკაციის დიზაინი იცვლება, ახალ ვერსიას კი რამდენიმე კვირაში ვიხილავთ. ამ თვალსაზრისით, ძირითადი ცვლილებები ეხება სიტყვებისთვის უფრო დიდი ზომის ფორმატს, ხმის მახასიათებლების გაუმჯობესებას და Lens კამერის დანერგვას, ტექსტის ფოტოდან სათარგმნად. ნათარგმნი ტექსტის გადაკოპირება კი ფოტოზეც შეგეძლებათ.
გარდა ამისა, მანქანური სწავლების ინტეგრირება Translate-ს საშუალებას მისცემს, მომხმარებლებს სიტყვების განმარტების მეტი კონტექსტი შესთავაზოს. ნაცვლად სიტყვების თარგმანის მხოლოდ ერთი ვერსიისა, მეტი შესაბამისი ვერსია იქნება, რამდენიმე მაგალითითა და წესით. Google-ის თანახმად, რამდენიმე ფუნქცია საწყის ეტაპზე მხოლოდ რამდენიმე ენისთვის ამოქმედდება: ინგლისური, ფრანგული, გერმანული, იაპონური და ესპანური. თუმც მოკლე დროში სხვა ენებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება.

და ეს ყველაფერი არ არის — როგორც კომპანია ბლოგპოსტში განმარტავს, გუგლმა რამდენიმე სასწავლო ინსტრუქციაც დაამატა მათთვის, ვინც რთულად ერკვევა მობილურ აპლიკაციებში — მაგალითად, როგორ უნდა აირჩიოთ სასურველი ენა. თანაც, ამ ეტაპისთვის 33 ახალი ენა დაემატა სათარგმნ პროგრამას: მათ შორისაა ბასკური, ლათინური, ჰული და ა. შ.










