in ,

Google Translate, მალე, აუდიოს გაშიფრავს და თარგმნის

Google Translate-ს  ახალი ფუნქცია ემატება, რითიც პროგრამა კიდევ უფრო „ადამიანური“ ხდება. მალე, მისი საშუალებით, აუდიო ჩანაწერებს გაშიფრავთ და თარგმნით. ეს კი ალბათ, ყველას ბევრჯერ გინატრიათ, როცა საინტერესო სპიკერის მოხსენებას უსმენდით და ხელით ჩაწერა ვერ მოგისწრიათ, ან გაგხსნებიათ, რომ 20-წუთიანი ინტერვიუ გაქვთ გასაშიფრი და სათარგმნი.

BOG
BOG

როგორც კომპანიაში ამბობენ, Google-ს ფუნქცია რამდენიმე თვეში დაემატება. ეს იქნება Translate-ის ახალი აპლიკაცია Android სისტემისთვის, რომლითაც მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, არა მხოლოდ ჩანაწერები, არამედ რეალურ დროში მიმდინარე საუბარი – ლექცია, პრეზენტაცია, ინტერვიუ – გაშიფრონ და თარგმნონ, უფრო სწორად კი უკვე ნათარგმნი ტრანსკრიპტი მიიღონ.

ჯერჯერობით უცნობია, როდის შეძლებენ Google Translate-ის ახალი ფუნქციის გამოყენებას iOS-ის მომხმარებლები.

„გვინდა, ჩვენი თარგმანი ისეთივე ხარისხის იყოს, როგორც ორიგინალ ენაზე არსებული ტექსტი თუ საუბარი. იმედი გვაქვს, ერთ დღეს ამას აუცილებლად მივაღწევთ“, – ამბობს Google-ის პროდაქტ მენეჯერი ნიკ რადიჩევიჩი.

სხვა დეტალები Google Translate-ის ახალ ფუნქციასთან დაკავშირებით, როგორც კომპანიაში ამბობენ, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

წყარო: Mashable

Gucci-ის სარეკლამო კამპანიის მთავარი გმირები ცხენები არიან

რატომ არ ვრცელდება ჩვენი ვიდეოები ვირუსულად?