ამ სიახლის შესახებ ჯერ კიდევ 2 წლის წინ ლაპარაკობდნენ, მაგრამ მაშინ Google–მა ვერ მოახერხა პროექტის განხორციელება. ამჯერად კი Google–ის ინტერნეტ ტელევიზიის პროექტი განხორციელების სტადიაშია.
Google-ი რამოდენიმე სტუდიასთან მოლაპარაკებას აწარმოებს და მაუწყებლობის მიღების პროცესშია. New York Times-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით, პროექტის პარტნიორები მომავალ ინტერნეტ ტელევიზიის პროტოტიპს უკვე გაეცნენ. Google–ის ფასიანი ინტერნეტ ტელევიზია კაბელური ტელევიზიის ანალოგი იქნება.
იგივე პროექტებზე Apple, Sony და Intel-იც მუშაობს. ექსპერტების ინფორმაციით, თუ Google–მა მაუწყებლობა შეძლო, ეს მოვლენა სატელევიზიო სივრცეში ძალიან დიდ ცვლილებებს მოიტანს. ინტერნეტ ტელევიზია კონკურენციას გაუწევს საკაბელო ტელევიზიებს, რომლებიც Google TV-ს გარეშეც ცუდ დღეში არიან.