in

Google-მა, სამსახურის მაძიებელთათვის, კარიერული ზრდის „ონლაინ“კურსები შექმნა 

ის, რომ Google-ში ინფორმაციის უფასოდ და სწრაფად მოძებნა შეიძლება, უკვე გუშინდელი დღეა. საძიებო სისტემა, ნელ-ნელა, ახალ საფეხურზე გადადის – ცდილობს, რაც შეიძლება მეტი პლატფორმა შექმნას განათლებისა და კარიერული ზრდისთვის. ერთი-ერთი ასეთია „ონლაინ“ კურსები სამსახურის მაძიებელთათვის.

ეს Google-ისა და Udacity-ის ერთობლივი პროექტია, რომელიც 11 უფასო კურსს აერთიანებს. პლატფორმაზე არის ინფორმაცია, რეკომენდაციები და მითითებები, როგორ უნდა დაიწეროს რეზიუმე და სამოტივაციო წერილი, გაკეთდეს პერსონალური ბრენდინგი ან შეიქმნას GitHub-ისა და LinkedIn-ის კარგი, პროფესიონალური პროფილები.

„ჩვენი პარტნიორებისაგან ხშირად გვსმენია, რომ ეს, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი უნარები გადამწყვეტია თანამშრომლის სამსახურში აყვანისას. სწორედ ამ ცოდნით, სტრატეგიითა ​და მეთოდებით განსხვავდებიან კანდიდატები ერთმანეთისაგან. უპირატესობას კი მას ანიჭებენ, ვინც ეს ყველაფერი იცის“, – ამბობს Udacity-ს წარმომადგენელი ქეთლინ მულანი.

აღსანიშნავია, რომ Google და Udacity, განათლებისა და კარიერული ზრდის მიმართულებით, წარსულშიც აქტიურად თანამშრომლობდნენ. მათ, რამდენიმე თვის წინ, “Networking for Career Success“ გააკეთეს. გარდა ამისა, Udacity-მ პროგრამა „Grow With Google“ -ის მონაწილეთათვის სპეციალური სტიპენდიები დააწესა.

წყარო: www.entrepreneur.com

#პირველინამუშევარი – გრაფიკული დიზაინერი მარიამ მურადაშვილი

დასვით კითხვები! – Reporter-ის პრინტ კამპანია მნიშვნელოვანი გზავნილით