in

Google-ის უფასო ინსტრუმენტი ციფრული იდენტობის დასაცავად

Briano.ai
Briano.ai

Google-ს სურს, რაც შეიძლება ბევრმა მომხმარებელმა აარიდოს თავი პოტენციურ საფრთხეებს მათი ციფრული იდენტობის სამყაროში. ამისთვის გვთავაზობს ბნელი ვების სკანირების ფუნქციას. ეს ინსტრუმენტი აქამდე ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ Google One-ის აბონენტებისთვის, ახლა კი კომპანიამ გადაწყვიტა, რომ მისი გამოყენება არის უფლება და არა პრივილეგია. ამიტომაც, მას უფასოდ გამოიყენებენ 46 ქვეყანაში.

ეს ფუნქცია ასკანერებს ინტერნეტის ჩრდილოვან ნაწილებს ისეთი მგრძნობიარე მონაცემებისთვის, როგორიცაა ელექტრონული ფოსტა, ტელეფონის ნომრები და სახლის მისამართები. მომხმარებლებს კი გააფრთხილებს მათი პირადი ინფორმაციის უკანონო მოპოვების შემთხვევაში. ტექნოლოგიური გიგანტი მიზნად ისახავს ანგარიშის მფლობელები გააფრთხილოს პოტენციური დანაშაულის შესახებ და დაეხმაროს მათ დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები.

ივლისის ბოლოდან ყველას შეგვიძლია myactivity.google.com-ზე გავეცნოთ ინფორმაციას ჩვენი ანგარიშის შესახებ. სერვისი აქტიურად მოიძიებს მაკომპრომეტირებელი მონაცემების ნიშნებს, უზრუნველყოფს დროული შეტყობინებების მიწოდებას და მომხმარებლებს დაეხმარება კიბერ საფრთხეებთან გამკლავებაში.

მიუხედავად იმისა, რომ Google-ის ინსტრუმენტებმა, შესაძლოა, სრულად ვერ გამოააშკარაოს გაჟონილი მონაცემების თითოეული შემთხვევა, მომხმარებლების დამატებით უსაფრთხოებასა და სიმშვიდეს მაინც უზრუნველყოფს.

„ხუთშაბათის შეხვედრები“ — კრიზისის მართვა: სტრატეგიები და გადაწყვეტილებები

Galaxy AI კომუნიკაციისთვის ახალ ფუნქციებს გვთავაზობს