Google-ს ახალი ფუნქციისა და სმარტფონის მეშვეობით, უკრაინაში მყოფი ნებისმიერი ადამიანი მოსალოდნელ საჰაერო თავდასხმამდე გაფრთხილებას წინასწარ მიიღებს. კომპანია აქტიურად მუშაობს უკრაინის მთავრობასთან, რათა განგაშის სისტემა რაც შეიძლება მალე ამუშავდეს.
ანდროიდის გამაფრთხილებელი ხმოვანი სიგნალი უკრაინის მთავრობის მიერ გაგზავნილ სიგნალებზე იქნება დამოკიდებული. როგორც ცნობილია, ამ დრომდე ეს ფუნქცია მიწისძვრებისა და სხვა ბუნებრივი კატაკლიზმების შესახებ ადამიანების გასაფრთხილებლად შეიქმნა. ახლა კი რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტს მოარგეს.
განგაშის აპლიკაცია Google Play Store-ში უკვე ხელმისაწვდომია. „რუსეთის შეჭრა უკრაინაში ტრაგედია და ნამდვილი ჰუმანიტარული კატასტროფაა. შევეცდებით, ჩვენი პროდუქტების მეშვეობით დავიცვათ უკრაინელი ხალხი. ჩვენ დავიცავთ მათ კიბერშეტევებისგან და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ უკრაინელმა ხალხმა სწორი და სანდო ინფორმაცია მიიღოს“, — განაცხადა კომპანიამ.