ახლახან გავიგეთ, რომ გუგლი Veo 3-ის AI ვიდეო გენერატორს, Gemini-ის აპლიკაციის დახმარებით, სურათის ვიდეოდ გარდაქმნის ფუნქციას ამატებს. ეს ფუნქცია AI ვიდეო ხელსაწყო Flow-საც დაემატება, რომელიც მაისში Google’s I/O-ს დეველოპერთა კონფერენციაზე გაგვაცნეს.
Veo 3-ის ვიდეოს გენერირების ხელსაწყოს ჩაშვების შემდეგ, გუგლმა მხოლოდ ამ კვირაში გახადა იგი 150-ზე მეტი ქვეყნისთვის ხელმისაწვდომი. ამ მომენტისთვის Google AI Ultra-სა და Google AI Pro-ს გამომწერებს შეუძლიათ ვიდეოების დაგენერირება, ოღონდ დღეში მხოლოდ 3 კონტენტის.
გუგლის თქმით, მომხმარებლებს შეუძლიათ, დააგენერირონ კლიპი ხელსაწყოების მენიუში Videos არჩევითა და სურათის ატვირთვით. თუ მოთხოვნაში სასურველ მუსიკასაც აღწერენ, Veo 3-ის მოდელი მის დამატებაზეც იზრუნებს. ხოლო, როგორც კი ვიდეო დაგენერირდება, შეუძლიათ, გადმოწერონ ან გაუზიარონ სხვებს.
კომპანია უკვე საკმაოდ საინტერესო სტატისტიკასაც ფლობს — მოდელის ჩაშვებიდან 7 კვირის თავზე მომხმარებლებმა Gemini-ის აპლიკაციისა და Flow-ს ხელსაწყოს გამოყენებით უკვე 40 მილიონი ვიდეო შექმნეს!
ისიც აღსანიშნავია, რომ Veo 3-ის მოდელით გენერირებულ ყველა ვიდეოს ხილული ნიშანი ექნება, რომელზეც Veo-ს ამოვიკითხავთ. ამასთან, უხილავ SynthID-ის ციფრულ ნიშანსაც შევხვდებით, რომელიც გუგლის AI ხელსაწყოდ მიიჩნევა, რათა AI ციფრული არტეფაქტები დაადგინოს.
ამასთან, ამ წლის დასაწყისში კომპანიამ ახალი ხელსაწყოც შემოგვთავაზა, რომელიც გვეხმარება, გავიგოთ, შეიცავს თუ არა კონტენტი SynthID-ის ნიშანს…













