უკვე ყველა სიახლე გაგიზიარეთ, რომელზეც Google I/O 2024-იდან გავიგეთ, თუმცა ახლა Veo-ზე უფრო მეტი რამ უნდა გიამბოთ — გენერაციული AI მოდელია, რომელსაც მაღალი გარჩევადობის მქონე ვიდეოების შექმნის ნიჭი არგუნეს. თანაც ეს ყველაზე განვითარებული ვიდეოს გენერირების მოდელია მათ შორის, რაც გუგლს აქამდე გამოუშვია.
Veo-ს მაღალი ხარისხის 1080-პიქსელიანი 1 წუთამდე ხანგრძლივობის ვიდეოების წარმოება შეუძლია. მისი უნარები კი უბრალოდ სურათების გენერირებას მნიშვნელოვნად სცილდება. თავისუფლად ფლობს კინოს ენას და ისეთი ტერმინებიც კი ესმის, როგორებიცაა Timelapse ან პეიზაჟის საჰაერო კადრები. შესაბამისად, მისთვის არც რეალური სამყაროს ფიზიკის სიმულაციაა პრობლემა.
ამ ცონდით ხელსაწყო დახვეწილ კადრებს გვთავაზობს, რომლებშიც ადამიანები, ცხოველები და საგნები რეალისტურად გადაადგილდებიან. ფიქრობენ, რომ ასე კინორეჟისორებსა და კონტენტ კრეატორებს ეფექტურ საშუალებას შესთავაზებენ თავიანთი იდეების გაცოცხლებისთვის, შრომატევადი საქმეების გვერდის ავლის გზით.
Veo-ს განვითარება გენერაციული ვიდეო მოდელების მრავალწლიანი კვლევის კულმინაციად ითვლება, რომელიც ისეთ პროექტებს ეფუძნება, როგორებიცაა Generative Query Network (GQN), DVD-GAN, Imagen-Video, Phenaki, WALT, VideoPoet და Lumiere. არქიტექტურის, მასშტაბირების ტექნიკებისა თუ სხვა თანამედროვე მეთოდების წინსვლის გაერთიანებით Veo უმაღლესი ხარისხის ვიდეოებს აწარმოებს.
მომხმარებლები კიდევ უფრო რომ მოეხიბლათ, Veo-ს მახასიათებლებზე საუბარი პატარა ფილმში დონალდ გლოვერს დაავალეს, ნიჭიერ მსახიობს, მუსიკოსსა და რეჟისორს. იგი გლოვერისა და მისი გუნდისთვის „შეცდომების სწრაფად დაშვების“ უნარით ხდება რეზონანსული. შემოქმედებითი პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია, სადაც იდეების დახვეწა ფასდაუდებელია.
მართალია, Veo ჯერ კიდევ განვითარების ფაზაშია, მაგრამ ამ ეტაპზეც კი Google AI-ის DeepMind არსებულ საზღვრებს სცდება… ხელსაწყო ამჯერად კონკრეტული კრეატორებისთვისაა ტესტირების რეჟიმში ხელმისაწვდომი, თუმცა გუგლი მომავალში Veo-ს ფუნქციების YouTube Shorts-სა და სხვა პროდუქტებში დამატებას გეგმავს.