in

Google-მა ახალი კვანტური ჩიპი Willow წარადგინა — შესაძლოა, იგი პარალელური სამყაროების არსებობაზე მიგვითითებდეს

ცოტა ხნის წინ გუგლმა მომხმარებლებს Willow გააცნო — მისთვის ყველაზე დიდი კვანტური ჩიპი. უნდა ითქვას, რომ სიჩქარე და მახასიათებლები, რომლებზეც გუგლმა დაიწყო საუბარი, ნამდვილად იპყრობს ყურადღებას, თუმცა ტექნოლოგიური ინდუსტრია განსაკუთრებით ერთმა დეტალმა მიიზიდა. Google Quantum AI-ის დამფუძნებელს თუ დავუჯერებთ, ეს ჩიპი იმდენად სწრაფია, რომ მას გამოთვლითი ძალა სხვა სამყაროებისგან უნდა ჰქონდეს ნასესხები. ხოლო, თუ ამ მსჯელობას გავყვებით, გამოდის, Willow პარალელური სამყაროების არსებობაზე მიგვითითებს და გვეუბნება, რომ ჩვენ მულტისამყაროში ვცხოვრობთ.

Willow საოცარია: მას გამოთვლისთვის 5 წუთზე ნაკლები დრო დასჭირდა, როცა დღეს არსებულ ყველაზე სწრაფ სუპერკომპიუტერს ამისთვის 1025 ან 10 სეპტილიონი წელი დასჭირდებოდა. თუ ამის ციფრებში გამოსახვა გსურთ, 10 000 000 000 000 000 000 000 000 წელია — ეს ციფრი კი ფიზიკის დადგენილ ვადებსაც აჭარბებს და თავად სამყაროს ასაკსაც. ამიტომ, ჩნდება მოსაზრება, რომ კვანტური გამოთვლები ბევრ პარალელურ სამყაროში ხდება, იმ იდეის შესაბამისად, რომ ჩვენ მულტისამყაროში ვცხოვრობთ, წინასწარმეტყველების, რომელიც პირველად დევიდ დოიჩმა გააკეთა, — ვკითხულობთ ჰარტმუტ ნივენის, Google Quantum AI-ის დამფუძნებლის ბლოგში.

უნდა ითქვას, რომ ამ მოსაზრებამ ადამიანებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია… თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მულტისამყაროს არსებობაც კვანტური ფიზიკის შესწავლის საგანია… სკეპტიკოსები ამბობენ, რომ მიღებული შედეგი ეფუძნება იმ ნიშნულს, რომელიც თავად გუგლმა შემოგვთავაზა რამდენიმე წლის წინ კვანტური შედეგების გასაზომად. ამიტომ, მხოლოდ ეს ვერ დაამტკიცებს პარალელური სამყაროების არსებობას.

აღსანიშნავია, რომ კვანტური კომპიუტერები იმგვარ კვანტურ მექანიკას მიმართავს, რომელიც ძალიან კომპლექსურ პრობლემებს უმკლავდება, რაც დღევანდელი კლასიკური კომპიუტერებით არ შეიძლება, გადაიჭრას.

პრობლემა იმაშია, რომ რაც უფრო მეტ კუბიტს იყენებს კომპიუტერი, მით უფრო მეტ შეცდომას უშვებს. ამიტომაც, ჯერ არ ვიცით, ოდესმე კვანტური კომპიუტერების ნდობას თუ შევძლებთ. რაც შეეხება გუგლის მისიას, მათ Willow-ს დახმარებით სწორედ ეს შეცდომები უნდა შეამცირონ და, თუ ნივენს დავუჯერებთ, ამას მშვენივრადაც ახერხებს… 

Hello Kitty 50 წლის იუბილეს, ბრუნო მარსთან ერთად, აღნიშნავს

ბებიისა და შვილიშვილის ამბავი BMW-ის საახალწლო ვიდეორგოლში