in

Google Wing-ის დრონს გაბრაზებული ფრინველები დაესხნენ თავს

კომპანია დრონების სერვისს დროებით ზღუდავს კანბერაში

veon
veon

Google Wing-ის დრონები გაბრაზებულმა ავსტრალიელმა ფრინველებმა ჩამოაგდეს. ერთ-ერთი ფრენის დროს, როცა მიწოდების სერვისის სამსახურს ასრულებდა, დრონს ყვავები დაესხნენ თავს.

ავსტრალიის დედაქალაქი კანბერა ამჟამად Covid-19-ის პანდემიის გამო ჩაკეტილია, ამიტომ დრონების მიწოდების სერვისი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის. ამის პარალელურად კი კანბერას ყვავებს შეუძლიათ, საეჭვო საფრთხის ობიექტებს დაესხან თავს – მათ შორის დრონებს. ამ ფაქტის საპასუხოდ, Wing-მა გარეუბანში მუშაობა შეწყვიტა…

“ავსტრალიაში ათიათასობით სახლიდან ფრინველებთან პირდაპირი კონტაქტი ძალზე იშვიათია. ჩვენთვის ცნობილია, რომ არცერთი ფრინველი არ დაზარალებულა რეიდების დროს. თანაც, გარდა დრონებისა, ადგილობრივების თქმით, ყვავები ველოსიპედისტებს, ფეხით მოსიარულეებსა და სხვადასხვა სახის მანქანებს ესხმიან თავს” – აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

ამასთანავე, კომპანიის თქმით, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა. ამიტომაც, Wing-ს წარმომადგენლები ფრინველთა დამკვირვებლებისგან იღებენ რჩევებს, რათა ფრინველების სიცოცხლეზე რაც შეიძლება ნაკლები გავლენა იქონიონ.

დრონი, რომელსაც ყვავები დაესხნენ თავს, ერთ-ერთი უახლესი მოწყობილობაა. იგი მულტი-როტორულ და ტრადიციული დრონების დიზაინის საუკეთესო მახასიათებლებს იყენებს. კომპანია მართლაც ამაყობს იმით, რომ იგი კომფორტულ სერვისს უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის – დრონებს ადამიანებთან მიაქვს საკვები და მედიკამენტები, ასევე სხვა საჭირო ნივთები.

ჩვენი გართობა ცხოველებს ვნებს! – პრინტ კამპანია

„აბრეშუმის გალერეაში” ქეთი შალამბერიძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა იხსნება