10
მაი
2018

11-13 მაისს! პროგრამირების ბანაკი ქართველი გოგონებისთვის! – Google | WomenTechMakers

10 მაი 2018

WomenTechMakers პროგრამირების ბანაკია, რომელიც სპეციალურად გოგონებისა და ქალებისთვის შეიქმნა, Google-ის ინიციატივით. Google Developers Group Tbilisi-ის მიერ, მთელი საქართველოდან შერჩეული მე-9 – მე-11 კლასის მოსწავლეთა 320 განაცხადიდან, შერჩეული 80 აპლიკანტი, 11-13 მაისს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის ბაზალეთის სასწავლო ცენტრში გაივლის ვორქშოპს. ღონისძიების ფარგლებში, იქნება როგორც ინტერაქტიული საუბრები, სადაც სხვადასხვა სფეროში მოღვაწე კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტები ახალგაზრდებთან ისაუბრებენ საკუთარი გამოცდილების შესახებ, ისე პრაქტიკული სავარჯიშოები, რაც მონაწილეებს თავიანთი ნამუშევრების შექმნაში დაეხმარება. ღონისძიების მიზანია, ხელი შეუწყოს ტექნოლოგიურ პროფესიებში გოგონების ჩართულობას.

BOG xelfasi
Bog Xelfasi mob

ნინო ნანიტაშვილი, ორგანიზატორი: “WomenTechMakers არის გლობალური ინიციატივა Google-ისგან და რამდენიმე წელია მიმდინარეობს, ხოლო საქართველოში მეხუთედ ტარდება. ესაა საერთაშორისო პროგრამა, რომელიც ბევრ ქვეყანაში მიმდინარეობს, ჰყავს მისი მოხალისეები, მაგალითად, საქართველოში მე ვარ ამ პროექტის მოხალისე. ყოველწლიურად, მეტწილად, გაზაფხულზე, მთელი მსოფლიო ერთიანდება ამ ღონისძიებისთვის, რომლის მიზანია, გოგონები და ქალები წავახალისოთ ტექნოლოგიური სპეციალობების მიმართ, დავეხმაროთ ამ პროფესიების მიმართ სტერეოტიპული  დამოკიდებულებების გადალახვაში. ბოლო ორი წელია, აქცენტს უფრო სკოლის მოსწავლეებზე ვაკეთებთ, რადგან ისინი ახლა პროფესიული გადაწყვეტილების მიღების პროცესში არიან. ეს იქნება 3 დღიანი ბანაკი, სადაც 320 აპლიკანტიდან შერჩეული 80 მონაწილე მიიღებს მონაწილეობას, მათგან ნახევარი რეგიონებიდანაა, ნახევარი – თბილისიდან. მონაწილეები შეირჩა რამდენიმეეტაპიანი კონკურსის შედეგად. ბანაკი იწყება 11 მაისს და მთავრდება 13 მაისს. ამ სამი დღის მანძილზე იქნება როგორც სპიკერების გამოსვლები, ისე გოგონები პროგრამირების მარტივ ელემენტებს, ალგორითმებს ისწავლიან, ხოლო შემდეგ ამ ცოდნის საფუძველზე თავიანთ ნამუშევრებს შექმნიან, წარადგენენ და მიიღებენ სერტიფიკატებს.”

პროექტის მხარდამჭერები არიან: Google, ტერაბანკი, თბილისის მერია, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.

მედია პარტნიორი: Marketer.ge

განხილვა