ამბავი ასეთია — Google Gemini AI-ით გაძლიერებულ Vids-ის აპლიკაციას უშვებს, რომელიც მომხმარებლების ტექსტური მოთხოვნის საფუძველზე ვიდეო პრეზენტაციებს შექმნის. საჭირო სურათებსაც მოიძიებს, ტექსტსაც შეიმუშავებს და თუ თავად არ გენდომებათ საუბარი, ხმასაც დაადებს. როგორც გუგლი ამბობს, სამსახურისთვის განკუთვნილი ვიდეოს გენერირების AI აპლიკაციაა, რათა დაეხმარონ გუნდებს, გააზიარონ მეტად მიმზიდველი ამბები სამუშაო სივრცეში ვიდეოს მეშვეობით, იქნება ეს მომხმარებელთა მომსახურების, მარკეტინგის, სწავლის, განვითარებისა თუ სხვა პროექტების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ Vids-ის აპლიკაცია პირველად მომხმარებლებს აპრილში გააცნეს. იგი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, საჭირო დოკუმენტები, ხმები თუ ვიდეოები აპლიკაციის გვერდზე დაამატონ და შემდგომ ამ მასალებით ვიდეო პრეზენტაცია დააგენერირონ. მრავალი ენის მხარდაჭერასაც სთავაზობს მათ და შაბლონებსაც, რაც მასში მუშაობის პროცესს მეტად კომფორტულს ხდის. თანაც შემდგომში მისი რედაქტირება იქნება შესაძლებელი…
აპლიკაცია თუ აქამდე მხოლოდ Gemini for Google Workspace-ის მომხმარებლებისთვის იყო ხელმისაწვდომი, ახლა მასზე წვდომას Google Workspace-ის ორგანიზაციების უფრო დიდი ჯგუფი მიიღებს. ვარაუდობენ, რომ 2026 წლისთვის აპლიკაციით სარგებლობას Workspace-ის ყველა მომხმარებელი შეძლებს…