in

„გუგლმა“ იდეალური სამუშაო გარემოს მითი რეალობად აქცია – Google Workspace-ში ყველაფერია შენი კომფორტისთვის

დღევანდელმა რეალობამ საზოგადოება რიგი გამოწვევების წინაშე დააყენა – ერთ დღეს ბოლოჯერ ვესტუმრეთ ოფისებს, კარი გამოვიხურეთ და მას შემდეგ სახლიდან ვმოღვაწეობთ – ვსწავლობთ, ვმუშაობთ და განვითარებას განსხვავებული ფორმით განვაგრძობთ. ისტორიას მრავალი ვირუსი და პანდემია ახსოვს, მაგრამ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ შესაძლებელი გახდებოდა, თითქმის, ყველა პროფესიული მოვალეობის სახლიდან შესრულება.  ამ შესაძლებლობაში სწორედ ტექნოლოგიური პროგრესის მნიშვნელობა ვლინდება.

დღეს, ყველა კომპანია ცდილობს, მეტი სარგებლითა და ნაკლები ზიანით გადაურჩეს არსებულ ეკონომიკურ ვითარებას. ამისთვის მათ სჭირდებათ მოტივირებული გუნდი, რომლის წევრებიც იქნებიან ენერგიული, დროული  და პროდუქტიული ადამიანები. ასეთები კი სწორედ ისეთ სამუშაო გარემოს იმსახურებენ, როგორიც არის Google Workspace.

თუ უწინ თქვენი სადარდებელი ოფისის მოწყობა, მისი ავეჯითა და ტექნიკით აღჭურვა იყო, ახლა ეს საქმიანობა ციფრულ სამყაროში ინტეგრირდა და ხელსაყრელი სამუშაო პირობებიც სწორედ იქ უნდა უზრუნველყოთ.

თავიდან დისტანციურ მუშაობას ყველანი ეჭვის თვალით ვუყურებდით. გვეგონა, არ გაამართლებდა და არაპროდუქტიულ გუნდს მივიღებდით, მოტივაციის ნაკლებობითა და დროის არასწორი მენეჯმენტით. მაგრამ ასე არ მოხდა. ეს იმის დამსახურებაცაა, რომ ტექნოლოგიებმა, ამ მცირე დროშიც კი, მოასწრეს პროგრესული ნაბიჯების გადადგმა. მაგალითად G Suite-ის რებრენდინგის შედეგად მივიღეთ Google Workspace, რომელიც ისეა მორგებული დასაქმებულის საჭიროებებს, რომ ყველა მისთვის საყვარელ პროდუქტს აერთიანებს – Gmail, Calendar, Drive, Docs, Sheets, Slides, Meet – და არამარტო! წარმოიდგინეთ, Google Chat-იც კი, რომელიც არაფორმალურ საუბრებს გვახსენებს ყავის აპარატთან თუ საერთო სამზარეულოში. ეს ხომ სამუშაო დღეების განუყოფელი ნაწილია.

შეიძლება თქვენი კომპანია აქამდეც იყენებდა Gmail-ს ან ნებისმიერ სხვა ფოსტას, მაგრამ ახლა აქვს შესაძლებლობა, საკუთარი დომეინით პოზიციონირებდეს – ეს კი ძალიან მარტივია და დიდ თანხებს სულაც არ საჭიროებს.

თუ ელ-ფოსტის დომეინში საკუთარი კომპანიის სახელის აუცილებლობაში ჯერ არ დარწმუნებულხართ, გაიხსენეთ, რამდენად ენდობოდით ისეთ მისამართებს, რომლებიც yahoo.com, hotmail.com ან mail.ru – თი ბოლოვდებოდა. გარდა ამისა, კორპორატიული მეილის არსებობა საგრძნობლად გაზრდის თქვენი ბრენდის იმიჯსა და ცნობადობას.

Google Editors-ში მუშაობა, ალბათ, კოვიდ რეალობამდე დიდი ხნით ადრეც გიყვარდათ, რადგან მრავალფეროვანი საშუალებებით Docs-ში უფრო მეტის გაკეთებაა შესაძლებელი, ვიდრე უბრალოდ Microsoft Word-ში. შეგვიძლია, მასში გუნდის წევრებთან ერთად ვიმუშაოთ, მოვნიშნოთ დანარჩენები, გადავხედოთ მათ ნამუშევრებს – ის ხომ მუშაობის მთელ ისტორიას ინახავს. ასევე, შეგვიძლია, კომენტარის სახით ერთმანეთს რჩევა მივცეთ და ჩვენი აზრი გავუზიაროთ, კონკრეტულად იმ წინადადებაზე, აბზაცზე, ცხრილსა თუ ფორმულაზე, რომელსაც მოვნიშნავთ.

განახლებული პლატფორმის კიდევ ერთი უპირატესობა ის არის,რომ Editors-ის მიბმული დოკუმენტების გახსნისას ახალ tab-ზე გადასვლა და არსებულის ჩახურვა არ გვიწევს, მათ შორის ვიდეო საუბრის დროსაც კი. მოდი, ამ უკანასკნელზე ქვემოთ უფრო ვრცლად ვისაუბროთ, ნამდვილად იმსახურებს.

ყველა პროდუქტი, რომელიც „გუგლმა“, დროთა განმავლობაში, შემოგვთავაზა და სულ ახლახან ერთ სამუშაო სივრცეში გააერთიანა, ჩვენი მოთხოვნებისა და საჭიროებების შესაბამისად იქმნებოდა. Google Meet ცდილობს, ვირტუალურ საუბრებს რეალურთან მიახლოებული სახე შეუქმნას. იგი გვაძლევს საშუალებას, მაღალი ხარისხითა და სიჩქარით უსაფრთხოდ წარვმართოთ, ჩვენი მოლაპარაკებები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, დავგეგმოთ შეხვედრები გუნდთან, მომხმარებელთან თუ სხვა დაინტერესებულ პირებთან. საუბარში ჩავრთოთ 250-მდე ადამიანი, შევინახოთ ვიდეოზარის ჩანაწერი და შევიქმნათ ჩვენთვის სასურველი ფონი საუბრის დროს.

ყოველდღიურად ამ პლატფორმაზე გატარებული მილიონობით საათი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ადამიანები დღეს იმაზე მეტად ვართ ერთმანეთთან დაკავშირებულები, ვიდრე ოდესმე.

საქმე ხომ ყოველთვის უფრო მეტი გვგონია, ვიდრე არსებული დრო. მუშაობის დაგეგმვაში გატარებული ყოველი წუთი კი შეგვეძლო, მის შესრულებაში დაგვეხარჯა. Google Calendar-ით უკვე შესაძლებელია გუნდის წევრების თავისუფალი დროის გაკონტროლება და ამის საშუალებით ონლაინ შეხვედრის შეთანხმება. თქვენი კალენდარი მოიცავს მთელი დღის წესრიგს, გახსენებთ ჩანიშნულ შეხვედრებსა და კონფერენციებს.

დღეს ტექნოლოგია გეხმარებათ სწორად მართოთ ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი – დრო!

Google -ის მეხსიერების ბავშვობიდან მშურდა, დღეს კი ადამიანის გონებაში  ვერ დატეულის შენახვისთვის Google Drive -ზე კომფორტული სივრცე არ მეგულება. იგი აერთიანებს ყველა ფაილსა და დოკუმენტს, რომელზეც კი გიმუშავიათ, მარტივია მასში ნავიგაცია და სხვებისთვის გაზიარება.

შეგიძლიათ, თავად განსაზღვროთ იმ ციფრული ოთახის გიგაბაიტებში გაზომილი ფართობი, რომელმაც  გუნდისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია უნდა დაიტიოს.

Google workspace შესაძლებლობების სივრცეა, სადაც გაერთიანებულია ყველა იმ პროდუქტის გაუმჯობესებული ვერსია, რომელიც დიდი ხანია საქმიანობას გვიმარტივებს.

 

ჯგუფის უფრო დაახლოებისთვის, მიზნების წარმატებით განხორციელებისა და სასიამოვნო სამუშაო ატმოსფეროს დამკვიდრებისათვის გვესაჭიროება გამოცდილი „ონლაინ“ პლატფორმა. ქართულ კომპანიებს კი Google Workspace-ის სრულყოფილად ათვისებაში საქართველოს ერთადერთი ოფიციალური Google Cloud პარტნიორიGeosoft.ge დაეხმარება.

ტექნოლოგია დღითიდღე გვიახლოვდება, გვიმეგობრდება და ზედმიწევნით ერგება ჩვენს მოთხოვნებს. ამიტომ გვმართებს, ფეხი ავუწყოთ მისი განვითარების ნაბიჯებს და დროულად მოვახდინოთ სამუშაოს პროგრესული ტრანსფორმაცია.

 

#GoogleWorkspace  #Gmail  #RemoteWork  #Geosoft  #ჯეოსოფტ  #GoogleCloud  #GSuite  #BusinessGmail  #GoogleGeorgia

 

[პარტნიორის კონტენტი]

ADwise, Konica Minolta-ს უნიკალური ტექნოლოგიით, ბეჭდვის ქართულ ბაზარზე ახალ სტანდარტებს აწესებს

სიცოცხლის დაზღვევა „უპირობო სიყვარულის“ ფორმაა – თიბისი დაზღვევის ახალი პროდუქტი და მისი საკომუნიკაციო კამპანია