შეიძლება Spotify Wrapped ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სტატისტიკაა, რომელსაც ყველა ელოდება ხოლმე, მაგრამ მას არც Google-ის ყოველწლიური ძიების მონაცემები ჩამორჩება. ის ორ ათწლეულზე მეტია, ამ სტატისტიკას აქვეყნებს ყოველი წლის ბოლოს და არც 2024-ში დაუშვია გამონაკლისი.
Google Trends-ის მიერ გამოქვეყნებული სია ანაწილებს ტოპკატეგორიებს, როგორებიცაა Trending, Entertainment და Google Maps ძიებები. ის ასევე შეიცავს Google-ის Hum to Search ფუნქციის მეშვეობით ნაპოვნ საუკეთესო სიმღერებს.
როგორც ირკვევა, 2024 წელს მსოფლიოს ყველაზე მეტად სპორტი აინტერესებდა. გლობალურად, ყველაზე პოპულარული ხუთეულიდან ოთხი დაკავშირებული იყო სპორტულ ტურნირებთან და მატჩებთან. ერთადერთი ძიება ამ ხუთეულში, რომელიც არ იყო დაკავშირებული სპორტთან, იყო ლიამ პეინი, One Direction-ის მომღერალი, რომელიც ტრაგიკულად გარდაიცვალა ოქტომბერში.
განსხვავებული შედეგი აჩვენა აშშ-მ, სადაც პოპულარული ძიების ხუთეულში სპორტული თემები ჩაანაცვლა პოლიტიკამ, გასაგები მიზეზების გამო.
Hum to Search-ის გამოყენებით ნაპოვნი მეორე ყველაზე პოპულარული სიმღერა იყო იაპონური ჰიპ-ჰოპ დუეტის Creepy Nuts-ის “Bling Bang Bang Born”. სიმღერა ვირუსული გახდა სოციალური მედიის აპლიკაცია TikTok-ზე 2024 წელს, ამიტომ ლოგიკურია, რომ მელოდია ინტერნეტძიების ტოპებში მოხვდა.
საბოლოო დაკვირვება – მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოსთვის არც ისე მარტივი წელი იყო, უნდა აღინიშნოს, რომ გუგლის საძიებო თემები შედარებით მსუბუქია. შესაძლოა, ეს იმის მანიშნებელია, რომ ადამიანები ისვენებენ სოციალურ მედიაში.