3
Sep
2019

Google $200 მილიონიან ჯარიმას გადაიხდის

3 Sep 2019

Google თანახმაა, ჯარიმის სახით, დაახლოებით, $200 მილიონი გადაიხადოს. მიზეზი YouTube-ზე ბავშვების მონაცემთა კონფიდენციალობის დარღვევაა.  ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სწორედ ამ შეთანხმებით დაგადაწყდა დავა Google-სა და აშშ-ის ფედერალურ სავაჭრო კომისიას [FTC – სახელმწიფო სააგენტო, რომელიც 1914 წელს, მომხმარებელთა უფლებებისა და კომპანიების მხრიდან კონკურენციის სტანდარტის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნა] შორის. სარჩელი FTC-ში უფლებამდამცველთა ჯგუფმა, ჯერ კიდევ გასულ წელს შეიტანა. ისინი Google-ის მფლობელობაში არსებულ პლატფორმას ბავშვების მონაცემთა კონფიდენციალობის დარღვევაში ადანაშაულებდნენ. გამოძიებისა და უფლებადამცველების მხრიდან ზეწოლის გამო, YouTube-ის ხელმძღვანელობამ, ცოტა ხნის წინ, ბავშვთა უფლებების დასაცავად ცვლილებებიც დააანონსა.

 

განხილვა