in

Google-მა ვალენტინობისთვის ზაზუნების თამაში შექმნა

Google ყოველწლიურად გვანებივრებს სადღესასწაულო ინტერაქციული თამაშებით. ამჯერად კი ვალენტინობასთან დაკავშირებით სპეციალური დუდლი შემოგვთავაზა: ორი ზაზუნას სიყვარულს საზღვარი არა აქვს, თუმცა მათ გუგლის ლოგოს ფორმის ლაბირინთი აშორებთ, რისთვისაც თქვენი დახმარება სჭირდებათ.

იმისათვის, რომ ორ ზაზუნას ერთმანეთთან მისვლაში დაეხმაროთ, Google-ის ლოგოს შევსებაა საჭირო — ამას კი სახელურებისა და ამომრთველების გამოყენებით შეძლებთ. თამაში საკმაოდ მარტივია და დასასრულებლად სულ რაღაც ნახევარი წუთიც საკმარისია.

თამაშის ხილვას Google-ის საწყის გვერდზე შეძლებთ, კომპანიის წინა თამაშებს კი ამ ბმულზე გაეცნობით.

ნუკა ბილანიშვილი – #პირველისამსახური

უსაზღვრო შესაძლებლობების კურსი საქართველოს ბანკის გუნდისთვის