18
მაი
2017

Google კვირეული ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გაიმართება!

18 მაი 2017

17-21 მაისს Silicon Valley Tbilisi-ის სივრცეში არსებულ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, i/o Extended ღონისძიების ფარგლებში, გაიმართება Google კვირეული.
კვირეული ყოველ წელს იმართება და მისი მიზანია გააცნოს მომხმარებელს გასული წლის შემაჯამებელი ანგარიში, მოახდინოს ახალი პროდუქტის პრეზენტაცია და გაცნოს სამომავლო ტენდენციები.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან: სილიკონ ველი თბილისი, Google Developers Group (GDG) Tbilisi, სარეკლამო სააგენტო Leavingstone და Geolab. კვირეულის ფარგლებში გაიმართება პირდაპირი ტრანსლაცია ყოველწლიური ღონისძიებიდან i/o Extended კალიფორნიიდან, გუგლის პროდუქტების და ახალი შესაძლებლობების განხილვა, აგრეთვე Silicon Valley Tbilisi Challenge – 2 დღიანი შეჯიბრი დეველოპერებისთვის, პროგრამისტებისთვის, სტარტაპერებისთვის, ტექნოლოგიებით დაინტერესებული ყველა ადამიანისთვის.

განრიგი:

✔ 17 მაისი:
➸ 20:00 კვირეულის გახსნა
➸ 21:00 i/o Extended Google Keynote live ტრანსლაცია კალიფორნიიდან

✔ 18 მაისი:
➸ 18:30 Leavingstone – Google Ads
➸ 19:30 i/o Extended live ტრანსლაცია კალიფორნიიდან AMP Ads: Better Advertising on a Faster Web

✔ 19 მაისი:
➸ 12:00 – ციფრული საწარმოების EXPO
➸ 15:30 – CodeLab Workshop
➸ 17:30 – Google Products
➸ 18:30 – Google Firebase
➸ 19:30 – i/o Extended live ტრანსლაცია კალიფორნიიდან: Machine Learning and AI (how to accelerate your app with AI)

✔ 20 მაისი:
➸ 09:00 – Silicon Valley Challenge
✔ 21 მაისი:
➸ 09:00 – Silicon Valley Challenge

Google კვირეულის ფარგლებში 20-21 მაისს Silicon Valley Tbilisi Challenge გაიმართება. შეჯიბრი 2 დღიანია და განკუთვნილია ვებ და მობილური აპლიკაციების დეველოპერებისთვის და დიზაინერებისთვის.

Silicon Valley Tbilisi Challenge მთელი შეჯიბრის მსვლელობისას უზრუნველყოფს მონაწილეთათვის სამუშაო გარემოს, ყველა საჭირო ინვენტარს, კვებას.

შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებს Silicon Valley Tbilisi Challenge კომიტეტის მიერ შერჩეული გუნდები.

გუნდის წევრთა მაქსიმალური რაოდენობა: 3 მონაწილე.

შეჯიბრის თემა მონაწილეებისთვის ცნობილი გახდება 20 მაისს 10 საათზე.

‣ რა უნდა წარმოადგინოს მონაწილე გუნდმა შეჯიბრზე?
ყველა წევრის პირადობის მოწმობა, სამუშაო პერსონალური კომპიუტერი.

‣ რით ჯილდოვდება გამარჯვებული?
დაჯილდოვდება 1,2,3 ადგილზე გასული გუნდები. ჯილდოს შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდება შეჯიბრის დასრულებისას.

‣ სად ტარდება Silicon Valley Tbilisi Challenge?
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, ი.ჭავჭავაძის გამზ. 82
რეგისტრაცია შესაძლებელია 19 მაისის 23:59 -მდე.
მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა: goo.gl/iWLVwW

განხილვა