in

ქურთუკი, რომელიც სმარტფონით სარგებლობას აადვილებს! – Google-სა და Levi’s-ის ერთობლივი პროდუქტი

veon
veon

წარმოიდგინეთ, როგორი კომფორტული იქნებოდა ქუჩაში სიარულის, ან ველოსიპედით სეირნობის დროს სმარტფონისა და მისი სხვადასხვა ფუნქციების გამოყენება დისტანციურად რომ შეიძლებოდეს? თუმცა, წარმოდგენა უკვე საჭირო აღარ არის, რადგან ამ იდეის განხორციელებაზე Levi’s-მა და Google-მა ერთობლივად იმუშავეს და ძალიან საინტერესო შედეგიც მიიღეს. ამ ორმა კომპანიამ ახალი მოდური და რაც მთავარია, ტექნოლოგიურად განვითარებული ქურთუკი შემოგვთავაზეს, რომელიც მომხმარებლისთვის სმარტფონით სარგებლობას კომფორტულსა და მოსახერხებელს გახდის. სპორტული აქტივობებისას ან უბრალოდ სეირნობისას ქურთუკის გარკვეულ ადგილებზე მარტივი შეხებით შესაძლოა ტელეფონის ზარს უპასუხოთ, შეცვალოთ სიმღერა, მოისმინოთ მოკლე ტექსტური შეტყობინება და აკონტროლოთ მარშრუტი. რაც მთავარია, ქურთუკის ფუნქციები ხელმისაწვდომია, როგორც iOS-ისთვის, ასევე Android-ისთვისაც. ტექნოლოგიური თვალსაზრისით, Google-მა ნამდვილად ეფექტურად იმუშავა და ეს ყველაფერი თანამედროვე სენსორების საშუალებით რეალობად აქცია. Levi’s-მა კი ვიზუალზე იზრუნა. ფაქტია, პროდუქტი ყველანაირ კრიტერიუმს აკმაყოფილებს და სულ მალე, არაჩვეულებრივი პროდუქტი უკვე გაყიდვაშიც იქნება.

 

სტომატოლოგს აღარავინ ელოდება! – Wrigley’s Extra-ს ვიდეორგოლი

24 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით! მიეცი ფიქრსა გზა ფართო! – მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი