in

Google-ის ახალი დუდლი ტანვარჯიშს ეძღვნება

ცოტა ხნის წინ გუგლის სულ პირველ დუდლზე მოგიყევით, ახლა კი მათ შორის ერთ-ერთ ბოლო ვარიანტზე უნდა გესაუბროთ. თუ ბოლო დროს ესტუმრეთ საძიებო გვერდს, უეჭველად შეამჩნევდით მოხდენილად მოძრავ ლურჯ ჩიტს, რომელსაც ფისო 10 ქულით აფასებს. ასე კი, პარიზის ოლიმპიური თამაშების პარალელურად, მხატვრული ტანვარჯიშის დელიკატურ ათლეტიზმზე სურდათ ჩვენი ყურადღების გამახვილება. 

BOG
BOG

ეს უკანასკნელი ოლიმპიურ თამაშებში 1896 წლიდან გვხვდება. მართალია, ადრეულ შეჯიბრებებში ღონისძიებების უფრო ფართო სპექტრს მოიცავდა, მათ შორის აკრობატიკასა და ცოცვას, მაგრამ თანამედროვე ფორმატმა პოზიციები 1924 წლის ოლიმპიურ თამაშებზე გაიმყარა.1928 წლისთვის Amsterdam Games-შ უკვე ქალებიც მონაწილეობდნენ…

ისტორიის მიმოხილვაზე ბევრი დრო რომ არ დავკარგოთ, მოკლედ გეტყვით, რომ ტანვარჯიში მუდმივად იყო ადამიანის სპორტული და შემოქმედებითი უნარების გამოხატვის საშუალება, აუდიტორიასაც ხიბლავდა ძალაუფლების, სიზუსტისა თუ მადლიერების შერწყმით. ხოლო ისეთმა ლეგენდებმა, როგორებიცაა ოლგა კორბუტი, ნადია კომანეცი და სიმონ ბაილსი, ეს სპორტი ახალ სიმაღლეებზე აიყვანეს და ტანვარჯიშის მრავალი თაობის შთაგონებაც შეძლეს. 

Google-ს კი სურდა, სწორედ ეს შეგრძნება მოეტანა ჩვენამდე თავისივე ბალანსით, სიძლიერითა და მოწყვლადობით. ჩიტზე კი იმიტომ შეაჩერეს არჩევანი, რომ თავისუფლების სიმბოლოა, შესაბამისად, ლოგოშიც ისე მოძრაობს, რომ სპორტის დინამიკურ ბუნებას იდეალურად ასახავდეს…

ანა კორძაია – სამადაშვილის რჩევები საქართველოს ბანკის იდეათეკის ახალი კამპანიის „ჩაინიშნე საკითხავი“ ფარგლებში

AI ყელსაბამი ნამდვილი მეგობრის ფუნქციას ითავსებს