in

Google -მა, საკუთარ სერვერზე, 99 მილიონზე მეტი რეკლამა დაბლოკა!

ეს დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას ემსახურება

veon
veon

Google-მა, საკუთარ სერვერზე, 99 მილიონზე მეტი Covid-19-ის ყალბი რეკლამა დაბლოკა. ისინი ძირითადად არარეალურ სასწაულებრივად განმკურნავ საშუალებებს, ვაქცინის ირგვლივ გავრცელებულ დეზინფორმაციას და არაეფექტურ ნიღბებს უკავშირდებოდა. საძიებო გიგანტის ყოველწლიური რეკლამირების უსაფრთხოების ანგარიში დეტალურად აღწერს 2020 წლის მცდელობებს, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.

“ჩვენ განვაგრძობთ მოხერხებულობას, თვალყურს ვადევნებთ “ცუდი მსახიობების” ქცევას და აქედან ბევრს ვსწავლობთ. ასე ჩვენ უკეთ მოვემზადებით მომავალი თაღლითობებისა და პრეტენზიებისთვის, რომლებიც შესაძლოა, წარმოიშვას” – აცხადებს კომპანია.

Google-ის რეკლამების კონფიდენციალურობასა და უსაფრთხოების ხელმძღვანელის, სკოტ სპენსერის თქმით, კომპანიამ ახალი წესები და პროგრამები შექმნა, ინვესტიცია ჩადო ახალ კოორდინაციის ტექნოლოგიაში და გააუმჯობესა მისი ავტომატიზირებული ტექნოლოგია და ადამიანური პროცესები.

გარდა, კორონავირუსთან დაკავშირებული რეკლამებისა, Google-მა პოლიტიკასთან დაკავშირებული 3.1 მილიარდი რეკლამა დაბლოკა და ამასთან ერთად, 6.4 მილიარდი სხვადასხვა შინაარსის შემცველი კონტენტი.

Central Banking-მა ეროვნული ბანკი 2020 წლის ყველაზე გამჭვირვალე ცენტრალურ ბანკად აღიარა

საქართველოს მუსიკალურ ბაზარზე ახალი კომპანია Rozum გამოჩნდა