in

Google-ის AI ექსპერიმენტი – Bad Guy-ის უსასრულო ქავერები

ჩვენ ახლახან ვიხილეთ Google-ის მიერ ორგანიზებული ხელოვნურ ინტელექტზე (AI) დაფუძნებული  მუსიკალური ექსპერიმენტები, მათ შორის, ვირტუალური ფორტეპიანო და ხმის მუსიკად გარდაქმნა. კომპანიის უკანასკნელი ექსპერიმენტი ოდნავ განსხვავებულია – ბილი აილიშის ჰიტის, „Bad Guy”-ს, უსასრულო ვერსიები.

თუმცა არ იფიქროთ, რომ ეს ერთი სიმღერაა, რომელიც ყოველთვის მეორდება. Google-ის გუნდმა შექმნა ისეთი ლოგარითმი, რომელიც Youtube-ზე არსებული რომელიმე კომპოზიციის თითოეული ქავერის სინქრონიზაციას ახდენს და მათ ნაწილებად და თანმიმდევრობით უკრავს. წარმოიდგინეთ, რომ ეს არის ქავერების ერთგვარი მონტაჟი, რომელიც დასრულების შემდეგ კვლავ თავიდან იწყება.

როდესაც საიტს ეწვევით და დააჭერთ Autoplay-ს, სიმღერა ავტომატურად ჩაირთვება და წამდენიმე წამის ინტერვალით შეიცვლება ვიდეოკლიპები. თავადაც შეგიძლიათ აირჩიოთ შემდეგი ჰეშთეგები: #გიტარა, #აკორდიონი, #ცხოველები, #კლასიკური და ასე შემდეგ.

ამის შესაქმნელად ტექნიკურმა გუნდმა გამოიყენა YouTube-ის ContentID სისტემა და „Bad Guy”-ის ქავერები, რომლებიც ორიგინალ ვერსიას შეესაბამება. შემდეგ კი მომზადდა ერთგვარი ნეირონული ქსელი სიმღერის რითმების ამოსაცნობად და სხვადასხვა ქავერს შორის უწყვეტი გადასვლის შესაქმნელად.

ეს საკმაოდ საინტერესო ექსპერიმენტია, რომლის განვითარებისა და დახვეწის შემთხვევაში სიმღერების მრავალფეროვან ქავერებს მივიღებთ.

“ერთმანეთი” – ნუცა მიქაბერიძის ნამუშევარი

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება Startup Grind „ონლაინ“ გაიმართება