25
Jan
2017

Google-ის მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია ოსკარზეა წარდგენილი

25 Jan 2017

Elit Electronics
Elit Electronics


მართალია, “ლა ლა ლენდისთვის” წლევანდელ ოსკარზე კონკურენციის გაწევა ძალიან რთულია, მაგრამ ოქროს ქანდაკებისთვის ბრძოლაში Google-იც ჩაერთო. მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმების კატეგორიაში, კრიტიკოსები ბრენდის ნამუშევარს, სახელწოდებით “მარგალიტი”, რომელიც პატრიკ ოზბორნთან თანამშრომლობით შეიქმნა, სერიოზულ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.

 

თითქმის 6 წუთიანი, 360 ფორმატში შექმნილი ანიმაცია მამა-შვილის და ერთი ჩვეულებრივი ავტომობილის არაჩვეულებრივ ისტორიას მოგვითხრობს. მუსიკოსი, მოსიყვარულე მამა, გრძელი გზა, თავგადასავლები და 6 წუთში ჩატეული თითქმის მტელი ცხოვრების თბილი ემოციები. ფილმი არა მხოლოდ თავისი უჩვეულო სიუჟეტითაა განსაკუთრებული არამედ მისი ფორმატიტაც. “მარგალიტი” პირველია ოსკარზე ნომინირებულ ფილმთა შორის, რომელიც 360 გრადუსიან ფორმატშია შექმნილი.

განხილვა