in

Google-ით მისტიკური მონსტრების „გაცოცხლება“ შეგიძლიათ!

Google-ში AI ინსტრუმენტი შექმნეს, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, დახატოს და „გააცოცხლოს“ მისტიკური მონსტრები. ამ ახალ ფუნქციას Chimera Painter ჰქვია და მისი მთავარი თემა ფენტეზის სამაგიდო თამაშებია, სადაც წარმოსახვითი მონსტრები ერთმანეთს ებრძვიან.

Chimera Painter სპეციალურ გენერატიულ ქსელზეა (GAN) დაფუძნებული, რომელიც წარმოქმნის ორ, ურთიერთნეიტრალურ ქსელს. აქედან, ერთი სისტემით ვიზუალები კეთდება, მეორეთი – ხელოვნურად შექმნილი დიზაინები.

მისტიკური მონსტრების გაცოცხლება ახლავე შეგიძლიათ, თანაც ისე, რომ ან უკვე არსებული დიზაინი გამოიყენოთ, ან თქვენი ფანტაზიით შექმნათ მონსტრები.

 

ბუნდესლიგა – ანუ როგორ მუშაობს ვირტუალური რეკლამა ფეხბურთში

როგორ ვთქვათ უარი მილიონზე და გავყიდოთ საკუთარი ფრანჩაიზი? – ლაშა ანთაძე