in ,

Google–ის აპლიკაცია, რომლის გამოყენება ჰარი პოტერის შელოცვებითაა შესაძლებელი

ჯერ კიდევ 1997 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც ჯოან როულინგმა მსოფლიო ბესტსელერი შექმნა და პირველმა წიგნმა დღის შუქი იხილა, ჰარი პოტერის ჯადოსნურ სამყაროს უზომოდ ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს. წიგნი, რომლის ავკარგიანობაზეც დღემდე მიმდინარეობს დავა და განხილვები, ზოგისთვის მიუღებელია, ზოგისთვის კი პირიქით. ასეა თუ ისე, წიგნის მოყვარულებს განურჩევლად ასაკისა, ალბათ ბევრჯერ უოცნებიათ ამ მაგიური სამყაროს წევრობაზე და იმ საოცარი ჯადოსნური “ოინების” განხორციელებაზე, რასაც ჰარი ერთი ჯოხის მოქნევით აკეთებს. Google-მა, დიდი ვარჯიშის შემდეგ, როგორც იქნა აითვისა რამდენიმე მარტივი “შელოცვა.

კომპანია მომხმარებელს, რომელიც Android–ის ოპერაციული სისტემით სარგებლობს, არაჩვეულებრივ შესაძლებლობებს სთავაზობს. აპლიკაცია Ok Google უკვე ცნობს რამდენიმე მარტივ სიტყვას, მაგალითად, თუ წარმოთქვამთ “ლუმუსს” სმარტფონზე ჩაირთვება განათება, მის გამოსართავად კი საჭიროა თქვათ “ნოქს”. ტელეფონზე უხმო რეჟიმის გასააქტიურებლადაც არის შელოცვა “სილენციო”. სიახლე მართლაც არაჩვეულებრივია, თან ძალიან კომფორტული და მოსახერხებელი.

Google–ის ეს ბოლოდროინდელი აქტიურობა მიმართულია ახალი პროგრამის პოპულარიზებისკენ, რომლის შექმნის საფუძველიც ჯოან როულინგის ახალი ნაწარმოები “ჯადოსნური ცხოველები და სად ვიპოვნოთ ისინი” გახდა. წიგნი ჰარი პოტერის, ასე ვთქვათ, წინასიტყვაობაა და ისიც იმ ჯადოსნურ სამყაროს ეხება, სადაც მერე ჰარი იბადება. კიდევ ერთი კარგი ამბავი ისიც არის, რომ წიგნის ეკრანიზაციაში, რომელიც ნოემბერში შედგება, ჯონი დეპსაც ვიხილავთ.

ჰარი პოტერის მოყვარულ Apple–ის მომხმარებლებს კი, ჯერჯერობით, შურის მეტი არაფერი დარჩენიათ.

ბრენდისა და პატარა ბიჭუნას უჩვეულო მეგობრობის ისტორია

ნუ მოიშლი ნერვებს, დაიჭირე WiFi მარტივად!