in

კამპანია ხელოვანებისთვის – კლიმატის ცვლილებისა და ენერგოეფექტურობის თემაზე ნამუშევრების შესაქმნელად

კომპანია Gopa Intec-მა და გარემოსდაცვითმა ორგანიზაციამ, CENN, ერთობლივი კამპანია წამოიწყეს, რომლის მთავარი თემაც ენერგოეფექტურობა და კლიმატის ცვლილებაა. კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება 2024 წლის 14 აპრილის ჩათვლით.

კამპანიაში მონაწილეობა ვიზუალური ხელოვნების წარმომადგენელ ნებისმიერ ადამიანს 18 წლიდან. პროექტის მიზანი ვიზუალური ხელოვნების დახმარებით, კლიმატის ცვლილების ნეგატიური გავლენების შერბილებისა და თავიდან აცილების პროცესებში ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების როლის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. 

საკონკურსო კატეგორიებია:

  • ფერწერული ნახატი 
  • სკულპტურა 
  • ვიდეო/ვიდეო ინსტალაცია 
  • ინფოგრაფიკა/ილუსტრაცია 

იმისთვის, რომ ხელოვანმა სასურველ კატეგორიაში წარადგინოს ნამუშევარი, აუცილებელია კონცეფციების შემუშავება, რომლებშიც ასახული იქნება ხელოვანის ხედვა საკუთარი ნამუშევრის მიმართ. ამასთან ერთად, მონაწილემ უნდა გაგზავნოს მინიმუმ სამი ნამუშევრისგან შემდგარი პორტფოლიო PDF ფაილში, რომლებიც საკონკურსო ნამუშევრის მსგავსი ტექნიკით იქნება შესრულებული.

შეფასების მთავარი კრიტერიუმია, ნამუშევარი არ სცდებოდეს კამპანიის თემატიკას და მოიცავდეს ერთ-ერთ თემას ჩამოთვლილთაგან:

  • ენერგიის დაზოგვის მნიშვნელობა; 
  • ენერგოეფექტური ტექნოლოგიების მნიშვნელობა; 
  • ენერგოეფექტურობა შენობებში; 
  • განახლებადი და სუფთა ენერგია; 
  • ენერგოეფექტური ტრანსპორტი. 

კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება  2024 წლის 14 აპრილის ჩათვლით. თითო კატეგორიაში სამი გამარჯვებული გამოვლინდება, რომლებიც 2000-2000 ლარით დაჯილდოვდებიან და საბოლოო ნამუშევრის შესაქმნელად 1 თვის ვადა მიეცემათ. ყველა მონაწილეს ეყოლება თემატური მენტორი, რომელიც დაეხმარება მათ შექმნის პროცესში. 

2024 წლის ივნისში დაგეგმილია გამოფენა, რომელზეც წარდგენილი იქნება შერჩეული ნამუშევრები. 

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ, ეწვიოთ ფორმას.

[R]

#WinningFormula: დიმიტრის მანიკისი ალიანს ჰაილაინის წარმატებული საინვესტიციო მოდელის შესახებ

Tinder-ში ვაკანსიაა! — პირველი აპრილის ხუმრობა