in

GoPro ახალ კამერას უშვებს!

კარგი დროის გატარება თუ თქვენთვის მთებზე ასვლას, ტალღებზე სრიალსა და უცნობ რაღაცებში გადაშვებას გულისხმობს, მაშინ GoPro HERO 12 Black საუკეთესო თანამგზავრი უნდა იყოს. თანაც 1/1.9” CMOS სენსორით ვიზუალურ გამოცდილებას გაუმჯობესებული ხარისხით გთავაზობთ.

უკვე 9:16 თანაფარდობით გადაღებაც შესაძლებელია, რაც ვერტიკალური ვიდეოებისთვის მას იდეალურ კანდიდატად აქცევს. ამას გარდა, თქვენი AirPods ან ნებისმიერი სხვა Bluetooth ყურსასმენი შეგიძლიათ დაუკავშიროთ, რათა აუდიო ვერსია უკეთესი ხარისხით ჩაწეროთ. 

ყველაზე კარგი განახლება კი ბატარეის სიცოცხლის ხანგრძლივობაა, იგი მის წინა მოდელზე ორჯერ გამძლედ აქცევს! ხოლო კამერის შესაძლებლობები წყალში იგივე რჩება… რაც შეეხება სურათის ხარისხს, HERO12 Black 27 და 24.7 მეგაპიქსელიან ფოტოებს იღებს, რაც შესანიშნავი უნდა იყოს თქვენი შემოქმედებითი შესაძლებლობებისთვის.

მეტიც, გარე ლინზის 177-გრადუსიანი ხედვითა და 4K/60 FPS შესაძლებლობებით თქვენს კინემატოგრაფიულ ჰორიზონტს Max Lens Mod 2.0 გააფართოებს. Quik-ის აპლიკაცია კი მომხმარებელზე მორგებული ფუნქციებით რედაქტირებისა და გაზიარების პროცესს გაგიმარტივებთ.

GoPro აქსესუარების პაკეტებსაც გთავაზობთ, იქნება ეს დამატებითი ბატარეები, ხელის შტატივი, თავზე დასამაგრებელი თუ კამერის ჩასადები. გამოდის, ასე ნებისმიერი თავგადასავლისთვის მზად ხართ…

HERO12 Black-ის წინასწარ შეკვეთას კი 400 დოლარად ამ ლინკზე შეძლებთ.

„ელიტ ელექტრონიქსის“ კამპანია „ჩართეს“ მხარდასაჭერად

7 ოქტომბერს .Net Solutions Hackathon იმართება!