in

„განვითარდი ან მოკვდი!“ – სპორტსმენი, რომელმაც GoPro შექმნა

როდესაც ექსტრემალურ კამერას ვახსენებთ, პირველი რომელი ბრენდი მოგდით თავში? დიახ, ჩვენც… GoPro-ს ჩამოყალიბება ნიკ ვუდმენის სახელს უკავშირდება. სერფერი, მოთხილამურე და მოტოსპორტსმენი სულ ცდილობდა თავისი ექსტრემალური თავგადასავლების ეფექტურად გადაღებას. თავდაპირველად, დაიწყო მაჯაზე დამაგრებული 35mm კამერით, რომელიც ძველი წყალგამძლე კოსტიუმებისა და პლასტმასის ნარჩენებით აღჭურვა. კომპანია 2002 წელს ჩამოყალიბდა. დღეს კი, ის საერთაშორისო ბრენდია, რომელმაც 26 მლნ პროდუქტი გაყიდა 100-ზე მეტ ქვეყანაში.

ნიკი მივიდა აზრამდე, რომ ამ ტიპის კამერების საჭიროება არის იმ სეგმენტში, რომელსაც უნდა აქტივობისა და სისწრაფის გადაღება. ნასესხები ფულით, ჩინელი მწარმოებლისგან რამდენიმე იაფი პატარა წყალგამძლე კამერა იყიდა. სამ დოლარად ნაყიდ კამერებს მაჯის სამაგრებს უკეთებდა და $30-ად ყიდდა სერფინგისა და სპორტის მოყვარულებზე.

პირველი დიდი ზრდა 2005 წელს ჰქონდა. QVC-ში მონაწილე ნიკმა 3000 GoPro კამერის გაყიდვა მოახერხა, სულ რაღაც, ათ წუთში. იმ წელს, $306,000 მოგება ნახა.

2006 წლამდე, GoPro-ს კამერას მხოლოდ ფოტოების გადაღება შეეძლო. ამ წელს კი, პირველად გამოჩნდა GoPro Digital Hero – 10-წამიანი ვიდეოს გადაღების ფუნქციით. ასეთმა სიახლემ დიდი დაინტერესება გამოიწვია.

2007 წელს, GoPro Hero 3 გამოჩნდა. მოდელს წყალქვეშ რამდენიმე 30 მეტრის გავლა შეეძლო. 2009 წლამდე, GoPro ბაზარზე ერთადერთი მოთამაშე იყო, რომელიც ექსტრემალებს მაღალი ხარისხის ვიდეოს გადაღების საშუალებას აძლევდა. მასზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა წყალგაუმტარობის გამო.

„განვითარდი ან მოკვდი“ – ეს ნიკ ვუდმენის საყვარელი ფრაზაა. ბოლო 20 წლის განმავლობაში, GoPro-მ უამრავჯერ შეძლო თავისი სათქმელის გამოხატვა – ექსტრემალური კამერების გარდა, მან გამოუშვა დრონები, 360-გრადუსიანი კამერები და სხვა პროდუქტები. მიუხედავად იმისა, რომ მათგან უმეტესობამ არ გაამართლა, GoPro-მ განაგრძო უწყევეტი განვითარება და შეინარჩუნა გამორჩეული ექსტრემალური კამერის ტიტული.

რუბრიკის „ყავასთან საკითხავი“ წარმდგენია Dunkin’.

2022 წლის საუკეთესო ამერიკული არქიტექტორული კომპანია ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე შენობას დააპროექტებს

ერთმანეთზე ზრუნვა ყველაფერს ჯადოსნურს ხდის — Montefiore Einstein-ის საშობაო რეკლამა