in

მასაჟორებიანი დასაფენი, რომელიც სტრესს 15 წუთში ამცირებს

დღესდღეობით სტრესზე წუწუნი უკვე ყოველდღიურობად იქცა. ადამიანებს არ აქვთ საშუალება, დრო დაუთმონ განტვირთვას და თუნდაც მასაჟზე ან იოგაზე იარონ. როგორც კვლევებმა აჩვენა, გასულ თვეში ამერიკაში მოზარდთა 74%-მა გამოსცადა სტრესის გარკვეული დოზა, ხოლო 55% კი ყოველდღიურად სტრესშია. სწორედ ეს გახდა შთაგონება Aditi Agarwal-ისთვისა და Akshay Jain-ისთვის, შეექმნათ მასაჟორებიანი დასაფენი, რომელიც სტრესს მინიმალურ დროში შეამცირებდა.

GoRelax – ასე ჰქვია დასაფენს, რომელიც ადამიანის განწყობის გაუმჯობესებაზე ზრუნავს. ერთი შეხედვით, მსგავსი დასაფენები ბაზარზე მრავლადაა, მაგრამ, როგორც მისი შემქმნელები გვამცნობენ, GoRelax-ს მათგან გარკვეული თვისებები გამოარჩევს. იგი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ადუნებს კუნთებს, ხელს უწყობს ორგანიზმში ენდორფინების გამოთავისუფლებას. დასაფენზე განთავსებული საკონტაქტო წერტილები იმგვარად ეხება სხეულს, რომ მასაჟის იმიტაციას ტოვებს. ასევე, ამცირებს ნებისმიერ ტკივილს და ხელს უწყობს გონების მოდუნებასაც.

თუმცა, მისი განსაკუთრებული თვისებები შემდეგში მდგომარეობს:

დასაფენს აქვს საკმაოდ ბევრი – 192 ლოტუსის ფორმის წერტილი, რომლებიც სხეულს საკმაოდ ძლიერად ეხებიან

დასაფენზე განთავსებული კისრის ბალიში თავის მოდუნებას განსაკუთრებულად უწყობს ხელს

მისი მოდულარული დიზაინი მაქსიმალურად ერგება თქვენი სხეულის ფორმებს, რაც შეხებას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის

მარტივად იკეცება და იშლება

ეკო მეგობრულია – საკონტაქტო წერტილები გადამუშავებული პლასტმასისგან შედგება, გარეთა ქსოვილი კი 100%-ით ბამბაა.

Kickstarter-ზე იგი უკვე იყიდება. მისი შეძენა აღნიშნულ ბმულზე შეგიძლიათ.

ბებია, როგორც დედა… და მამაც

მოდი, დავიწყოთ მომავლით (დასასრული) – რევაზ კოპალაძის #აზრები