10
Jun
2019

პროექტი გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ – მოხალისეები გორსა და ქარელში

10 Jun 2019

„მეგობრული გაფრთხილება” გარემოს დაბინძურების პრევენციისკენ მიმართული საპილოტე პროექტია. ის, გორსა და ქარელში, USAID/CENN–ის WMTR II პროგრამის ფარგლებში, ორგანიზაციის ,,მეგობრობის ხიდი ქართლოს“ ხელშეწყობით მიმდინარეობს.

„პროექტში მონაწილეობს 6-6 ახალგაზრდა გორიდან და ქარელიდან. მოხალისეები, ყოველდღიურად, ამ ქუჩების ხალხმრავალ ადგილებში აკვირდებიან მოსახლეობას, დანაგვიანების ფაქტის აღმოჩენისას აფრთხილებდნენ მათ ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმების არსებობის შესახებ და ატყობინებდნენ  კანონის დარღვევისთვის შესაფერისი ჯარიმის ოდენობას.

პროექტი გორში ჩატარებული აქტივობის გაგრძელებაა, რომელიც, ორგანიზატორების თქმით, წარმატებით დასრულდა და კიდევ უფრო მეტმა სტუდენტმა გამოთქვა ახალ ინიციატივაში მონაწილეობის სურვილი, გამოხატა ამის მზაობა. მოხალისეებმა გარემოს დანაგვიანების ძალიან ბევრი შემთხვევა გამოავლინეს. დაახლოებით, 200–მდე პირს მიაწოდეს ინფორმაცია, როგორ აისახება მათი ქმედება, გარემოს დანაგვიანება მათ მშობლიურ ქალაქებზე, ქვეყანასა და გლობალურ დონეზე.

„ახალგაზრდების აქტიურობითა და ჩართულობით აუცილებლად შეიცვლება მოსახლეობის გარემოსდაცვითი დამოკიდებულება, რაც, შესაბამისად, ხელს შეუწყობს გარემოსადმი მეგობრული ქცევის ჩამოყალიბებასა და სუფთა გარემოს შენარჩუნებას“, – ამბობს პილოტური პროექტის მონაწილე ლიკა გიგოლაშვილი.

პროექტის ამ ნაწილის დასასრულს, მოხალისე ახალგაზრდებს სერტიფიკატები და წამახალისებელი პრიზები გადაეცათ. თითოეულმა აუდიტორიას საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და იმ სირთულეებზე უამბო, რასაც უმეტესობა მონიტორინგისას, ქუჩაში აწყდებოდა. დაჯილდოებას ესწრებოდნენ სტუდენტები, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, პედაგოგები და პროგრამის მონაწილე მხარეები.

პროექტის ფარგლებში, მოხალისეებმა 188 გარემოს დანაგვიანების შემთხვევა დააფიქსირეს. აღნიშნული ინიციატივა ისევ გრძელდება და იგეგმება მისი სხვა რეგიონებში განხორციელებაც.

პარტნიორის კონტენტი

განხილვა