in

გორის ქალთა გუნდის ნამუშევრებს მთვარეზე გაგზავნიან!


ციფრული არქივი, სახელწოდებით Lunar Codex, მთვარეზე 90 ქვეყნიდან ხელოვანების სხვადასხვა ნამუშევარს გზავნის. საქართველოდან კი გორის ქალთა გუნდის სამი ნამუშევარი გაიგზავნა, რომელიც მეორე კაფსულაში მოთავსდება და მთვარეზე 2024 წელს დაჯდება.

 

Lunar Codex-ის ციფრული არქივი NASA-ს, კომპანია SpaceX-ისა და Astrobotic Technology-ს მხარდაჭერით კორპორაცია – Incandence Corp-მა შექმნა. რაც შეეხება ნამუშევრებს, მთვარეზე იოსებ კეჭაყმაძის ნაწარმოებები „ეგზერსისი“, „ლაშარის გზაზე“ და ამასთან ერთად, ქართული (აფხაზური) ხალხური სიმღერა „ვარადო“ გაგზავნეს. 

EP-ს სახით გორის ქალთა გუნდის ნამუშევრები Lenø Records-ზე გამოიცა. მის მოსმენას ყველა ციფრულ სტრიმინგ პლატფორმაზე შეძლებთ.

ნაწარმოებებთან ერთად კოსმოსში გუნდის ისტორიაც გაიგზავნა, რომლის დაარსება შალვა მოსიძესა და სანდრო კაჭარავას სახელებს უკავშირდება.

 


კოსმოსში სტუმრობისთვის ბიზნესმენებმა 55 მილიონი დოლარი გადაიხადეს

ძველი მანქანის რედიზაინი Ford-ისგან, Ford GT-ის ლიმიტირებული გამოშვება